ავტორი:

პუტინი - მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!

პუტინი - მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მას მეფეს უწოდებენ. მისი თქმით, ის მეფე არ არის, რადგან მეფეები ბრძანებებს გასცემენ, ხოლო პრეზიდენტები ყოველ დღე მუშაობენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „ტასთან“ ინტერვიუში სახელწოდებით „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ეს სიმართლე არ არის. მე ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ. მეფე ის არის, ვინც ზის, ზევიდან იყურება და ამბობს „აი, გიბრძანებ“ , თავად ქუდებს ისინჯავს და სარკეში იყურება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად „თავშიც არ მოსვლია“, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

„მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ეს თავში არც მომსვლია და არც შეიძლება მომსვლოდა“, - განაცხადა პუტინმა.

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა