ავტორი:

“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა

“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა

“ქართული ღვინის ფესტივალ 2019”-ს გენერალურ სპონსორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაუწევს.

ეს გასაოცარი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მევენახეობა-მეღვინეობა თავის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ დარგად აქვს გამოცხადებული უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც აქ მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა.

ფესტივალზე ცალკე სტენდი დაეთმობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ღვინოს. აქ თქვენ მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები მოგიყვებიან ქართული ღვინის შესახებ და პარალელურად, მოგცემენ საუცხოო შესაძლებლობას, დააგემოვნოთ მათ მიერ, საკუთარი ხელით, საუნივერსიტეტო მარან “კოლხში” დამზადებული ღვინო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მასში არსებობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. უნივერსიტეტში სულ 5 ფაკულტეტია – ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინის და მევენახეობა-მეღვინეობის, ხოლო სტუდენტების რაოდენობა 4000-ს აღწევს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და აქ არის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. აქ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, შეისწავლოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ეტაპი, რასაც მსოფლიოში დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომა ითვალისწინებს, რომელსაც “ღვინო მიწიდან მაგიდამდე” ეწოდება.

ფაკულტეტზე არსებობს თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, სადეგუსტაციო სივრცე, ქართული ვაზის გენოფონდი 118 უნიკალური ჯიშით და ასევე ზემოთხსენებული მარანი “კოლხი”.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ის გენერალური სპონსორობა. ფესტივალი წლიდან წლამდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმართა შორის, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნოთ მათ სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინო, რომელიც უნივერსიტეტის უნიკალურ მარანში, თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდა", – allwine.ge-ს განუცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გენერალურ სპონსორს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში და დაველოდოთ 12 ოქტომბერს, როცა შესაძლებლობა მოგვეცემა, უნივერსიტეტის მიერ დამზადებული ღვინოები დავაგემოვნოთ.

თქვენ კი გელოდებით 12 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე - დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/1555639521245657

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის