ავტორი:

უპასუხეთ ამ 3 შეკითხვას და გაიგეთ, სად მოხვდებით სიკვდილის შემდეგ

უპასუხეთ ამ 3 შეკითხვას და გაიგეთ, სად მოხვდებით სიკვდილის შემდეგ

ვის შეუძლია დარწმუნებით გვითხრას - სად წავალთ სიკვდილის შემდეგ? ცოცხალს არავის, მკვდრებთან კი კავშირი არ გვაქვს. კი არსებობენ ადამიანები, ვინც ჩაიარა სიკვდილის ახლოს და ირწმუნება, თითქოს სიკვდილიც გაიარა, მაგრამ საიქიოს რუკა ჯერ კიდევ საიქიოში რჩება. მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ სიკვდილის შემდგომი არსებობა, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ ჯოჯოხეთი და სამოთხე, ასტრალი თუ რეინკარნაცია, ჩვენი სულის "ბედზე" შესაძლოა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას იმის მიხედვით, თუ როგორ ვცხოვრობთ. აი, დაახლოებით ისე, გამოცდაზე რომ შედიხარ და წინასწარ იცი, შემდეგ კურსზე გადახვალ თუ ჩაიჭრები… შენ არ იცი, როგორი იქნება შემდეგი კურსი, არც ის იცი, ჩაჭრის შემთხვევაში, რა იქნება, მაგრამ ტესტს დახედავ თუ არა, დაახლოებით რა მომავალს გპირდება ეს ტესტი, შეკითხვების მიხედვით, შეგიძლია გათვალო შედეგები. ვინც არ უნდა იყო, ქრისტიანი, ბუდისტი, მუსლიმანი, სპირიტუალისტი თუ აგნოსტი, არსებობს 3 უნივერსალური შეკითხვა, რომელზე პასუხების გაცემითაც, თქვენი სულის სამომავლო მოგზაურობაზე, წარმოდგენა შეიძლება შეიქმნათ:

1. ვის/რას ვფლობ ამ ცხოვრებაში?

არ ვსაუბრობთ მატერიალურ საგნებზე, ადამიანებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიაზე, ენერგია რომელსაც ფლობ და რომელიც გმართავს რა სახისაა? სად გვაქვს პრობლემები? სიბრაზე? ჟინიანობა? ტყუილები? ხასიათის თვისებები, რომელსაც ვერ ერევით, ვერ მართავთ. აი, როცა იცით, რომ არ უნდა გააკეთოთ და მაინც აკეთებთ მერე კი ეშმაკს აბრალებთ, ეშმაკმა შემაცდინაო, ეგ უმართავი ენერგია რა სახისაა? ამ ენერგიას სხეულთან არაფერი ესაქმება, იგი უბრალოდ სხეულს იყენებს და როგორ ფიქრობთ, სხეულის გაქრობასთან ერთად, გაქრება? ენერგიაა შენი ფიქრები, ემოციები და ქმედებები. სხეულის სიკვდილის შემდეგ შენ ენერგიად იქცევი (ან სულად, როგორც უფრო გიადვილდებათ გაგება) და მთლიანად ის ხდები, რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ და რასაც აკეთებ. ჩაიხედეთ საკუთარ სულში, დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ემოციებს. ჩაუღრმავდით შინაგან სამყაროს, რას ხედავთ? დაახლოებით ასეთივე იქნება სიკვდილის შემდგომი სამყაროც. წაიკითხეთ სრულად

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ