ავტორი:

ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."

ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."

ხაშურში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებული არ არის.

შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული 30 წლამდე მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეა, გარდაცვლილი ქალი, კი ნათია გოგალაძე, ასევე 30 წლამდე ასაკისაა. ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დეკანოიძის ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში, სოფელ აგარაში ცხოვრობდა. 16 წლის წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა, რის შემდეგაც დეკანოიძეების ოჯახი აგარიდან წამოვიდა და ხაშურში დასახლდა. ირაკლი დეკანოიძის მამამ მკვლელობისთვის სასჯელი 14 წელი მოიხადა და ისიც ხაშურში ჩავიდა საცხოვრებლად.

ჩვენთან საუბარში ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ 30 წლის მამაკაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ეჭვიანობდა და ამბობდა, რომ განქორწინების შემთხვევაში შვილებზე მეურვეობის უფლებას თავად მოიპოვებდა.

"მას შემდეგ, რაც დეკანოიძეების ოჯახი აგარიდან გადმოსახლდა, ირაკლი ცოტა დათრგუნული იყო. აგრესიული ადამიანი არ იყო, მაგრამ ყოფილ ცოლზე სულ ეჭვიანობდა, კონფლიქტიც ხშირად ჰქონდათ. დღეს უნდა განქორწინებულიყვნენ. ნათიას ეუბნეოდა, განქორწინებას თუ გავაკეთებთ, ყველაფერს ვიზამ, რომ ბავშვებზე მეურვეობა მე მოვიპოვოო" - ამბობს ბრალდებულის ახლობელი.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზე  ინფორმაციას ავრცელებს

მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს - რა ინფორმაციას ავრცელებს "პროსერვისი"

დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი იკითხება