ავტორი:

ირაკლი დეკანოიძის ადვოკატი - "აღიარებს, რომ იარაღიდან ისროლა, თუმცა მიზანი მხოლოდ შეშინება იყო... ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია"

ირაკლი დეკანოიძის ადვოკატი - "აღიარებს, რომ იარაღიდან ისროლა, თუმცა მიზანი მხოლოდ შეშინება იყო... ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია"

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ლარისა ჩადუნელის განცხადებით, ბრალდებული აღიარებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, თუმცა მიზანი მხოლოდ შეშინება იყო.

ამასთან, მისივე თქმით, ბრალდებული განმარტავს, რომ საბრძოლო იარაღი ასევე შესაშინებლად ჰქონდა.

„მან თქვა, რომ ისროლა ნამდვილად, მაგრამ არ უსვრია მიზანმიმართულად არ უსვრია ყოფილი მეუღლის მიმართულებით. მან ესროლა იატაკს და ისროლა შესაშინებლად“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი შვილებს ეხებოდა.

„მოგეხსენებათ, მოხდა შელაპარაკება, მის არასრულწოვან შვილებს ეხებოდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რამდენჯერმე ჰქონდათ მათ შეხვედრა, რამდენჯერმე ჰქონდათ კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, ბრალდებული სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება.

„იმ მძიმე შედეგიდან გამომდინარე, ის ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია. აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების უკვე ამ საშინელ შედეგს“ , - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა.

კასპში დააკავეს ხელოსანი, რომელმაც მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"