ავტორი:

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მიაწოდა. გუმბერიძის თქმით, კითხვები ასევე შეეხება იმას, რა ინტერესი აქვს ფურცხვანიძეს აღნიშნულ საქმეში და ვის დავალებებს ასრულებს.

“ჩვენ გვაინტერესებს ორი საკითხი. პირველ რიგში, ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რაზეც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ამ პიროვნებისგან მიიღო და რაც შემდეგ ჩვენ, გამოძიებას წარმოგვიდგინა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული, იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტი, რაც ყარაბაღს უკავშირდებოდა. როდესაც სასამართლოში დავკითხეთ გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, მან დაიხმარა კვლევა, რაც ჩატარებული იყო დავით ფურცხვანიძის მიერ.

ეს პოზიციაც, რაც იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა და ვითომდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ამ მიზეზით მოხდა, დავით ფურცხვანიძე იყო წყარო, ვინც ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. ეს პიროვნება ჩართულია ამ საქმეში, შესაბამისად, გვაქვს ბევრი კითხვა მასთან დაკავშირებით - რატომ, ვის დავალებებს, რა მითითებებს ასრულებს, რა ინტერესი აქვს საქმეში. ჩვენ დეტალურად დავკითხავთ ამ პიროვნებას”,- განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აცხადებს, პროკურატურაში დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ფურცხვანიძემ ჩაატარა.

“წარმოგვიდგინეს ინტერნეტ სივრციდან ამოღებული კვლევა, რომელიც ჩატარებულია უშუალოდ დავით ფურცხვანიძის მიერ და იქ დეტალურადაა აღწერილი ის დეტალები იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლებელია, კავშირში ყოფილიყო ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან.

ვერსია ოჯახს ამ წყაროდან გამომდინარე ჰქონდა, როგორც ჩვენ გავიგეთ დაკითხვიდან. ჩვენ ჯერ კიდევ დაკითხვამდე ვიცოდით დავით ფურცხვანიძის შესახებ ინფორმაცია. ამ ყველაფერს გადავამოწმებდით გამოძიების ფარგლებში, თუმცა დაგვემატა ახალი მოცემულობაც, ფოტოსურათები, რაზეც ამ პიროვნებას დავკითხავთ”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა" - თეონა თამაზაშვილი