ავტორი:

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელიც კასპში ხელოსანთან, მანქანის შესაღებად თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. გასროლა ხელოსნის სახლში განახორციელდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთმა კი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრენიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ 20 წლის ბიჭი დაჭრეს

"სუს-ის თანამშრომელი აღწერს, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს,  გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მითითებებს" - ადვოკატი