ავტორი:

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

გაზეთი "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად აქვეყნებს იმ პოლიციელების სკანდალურ ჩვენებებს, რომლებიც 35 წლის დავით მუმლაძის (ზურაბ დადეშელის) გატაცებაში არიან ბრალდებულნი.

გამოძიების ინფორმაციით, მოქმედი პოლიციელები - დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. ზურაბ დადეშელს დანით 30 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ წყალმა გამორიყა.

რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა, რომ დადეშელს გაიტაცებდა მეგობრებთან ერთად და სასურველ ადგილას მიუყვანდა.

აი, რას ყვება მიროტაძე ჩვენებაში, რომელიც "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა:

მიხეილ ღებიანური, დავით მიროტაძე და ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი

"2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს... შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში...

ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება... ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე მოიყვანდა.

დუღაშვილი დამთანხმდა... შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა... 1-ლ ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათიანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათიანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო.

ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგვეწია ეს მანქანა, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი, მანიშნა, რომ გავყოლოდით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე.

გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას "მაკაროვი" ამოუღო ღებიანურმა..." წაიკითხეთ ვრცლად

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს