ავტორი:

"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა

"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა

იყო წარმატებული, აისრულო სურვილები, მიაღწიო დასახულ მიზნებს, ეს ალბათ ნებისმიერ ადამიანს უნდა, - ზოგს ეს მარტივად გამოსდის, ზოგს - რთულად, ან საერთოდ არა, რასაც შემდგომ საკუთარ უიღბლობას მიაწერს... არადა, არც კი იციან, რომ ყველაფერი ისევ მათ ხელთაა და სამყაროს თავისკენ შემობრუნება შეუძლიათ...

სწორედ ამიტომ, „წარმატების 365 გასაღები“ - ასე დაარქვა ავტორმა თავის წიგნს, რომლის გამოცემაც „პალიტრა L“-მა დაიწყო (წლის განმავლობაში მკითხველი სერიულად ამ სახელწოდებით 12 წიგნს მიიღებს). როგორც რამაზ გიგაური ამბობს, ამ პროექტზე 12 წელი ფიქრობდა, თუმცა ერთ წელიწადში დაწერა. ეს არის წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრ რამეზე აფიქრებს, აზრებს მხოლოდ დადებითისკენ უცვლის და ასწავლის, როგორ უნდა იაროს სწორად ცხოვრების გზაზე...

ამის არერთი რეცეპტი ავტორს წიგნში რამდენიმე „გასაღებში“, ანუ თავში აქვს განხილული.

ჯერჯერობით გამოცემულია წიგნის პირველი ნაწილი, სადაც მკითხველი „30 გასაღების“ პრაქტიკულ მეთოდს იპოვის და მათი გამოყენებით რეალური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს... ჩვენ ამჟამად მხოლოდ რამდენიმე შევარჩიეთ.

დაიწყეთ დილა ამაღლებული განწყობით

რატომ არის საჭირო, დილა ამაღლებული განწყობით დავიწყოთ, ამაზე რამაზ გიგაურის პასუხი ასეთია: „დილა ბევრ მოძღვრებაში, მითოლოგიასა თუ რელიგიაში დღის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. დილის ლოცვას, რიტუალს, ვარჯიშს უდიდესი დატვირთვა აქვს. დასავლეთში ახალი დღე ღამის 12 საათზე იწყება, აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში კი ახალი დღე მზის ამოსვლისას დგება. მზის ამოსვლა უდიდესი სასწაულია, რადგან ადამიანებს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ მზის ამოსვლას მათთვის ახალი სიცოცხლე, ახალი შანსი და გამარჯვება მოჰქონდა.

როდესაც მეღვიძება, საკუთარ თავს წარმატებას ვუსურვებ ხოლმე - დღის ასეთი დაწყება ჩემთვის ერთგვარი რიტუალი გახდა. ყოველ დღეს ამაღელვებელი განწყობითა და იმის რწმენით ვიწყებ, რომ ეს დღე უდიდეს წარმატებას მომიტანს... ყოველ დილას, როდესაც საწოლიდან ვდგები, სარკეში ვიხედები და ღიმილითა და რწმენით ვამბობ: „დღეს უდიდესი წარმატება მელის!“

საოცარია, მაგრამ რაც მას შემდეგ ასე დავიწყე გაღვიძება, ჩემი ცხოვრების ყველა მიმართულება ეტაპობრივად მოწესრიგდა. ეს სასწალია? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ კანონზომიერი სასწაული. ასე რომ:

გახსოვდეთ დილა დღის კარიბჭეა, ამიტომ, როგორც „შეხვალთ“ ამ კარიბჭეში, დღის განმავლობაში იმ განწყობით იქნებით“.

სამყარო დიდი სარკეა

„სამყარო დიდი სარკეა, ის ადამიანის აზრებს, სიტყვებს, მოქმედებებს ირეკლავს, უკან უბრუნებს“ - გვეუბნება ავტორი. ეს „დაბრუნება“ მაშინვე არ ხდება, თუმცა აუცილებლად მოხდება. სწორედ ამიტომ ადამიანს მართებს გააცნობიეროს სამყაროს სარკული პრინციპი, ისევე როგორც, არ შეიძლება ჩვეულებრივ სარკეში ჩახედვა ცუდი განწყობით და საკუთარი გარეგნობის კრიტიკა, ასევე დაუშვებელია ცუდ განწყობაზე ყოფნა და საკუთარი თავისა თუ სხვების კრიტიკა, რადგანაც სამყარო ყველაფერს სარკისებურად ირეკლავს...

„მიწაში დათესილი ხორბლის მარცვლისგან ხორბალი წარმოიშობა, სარეველას თესლისგან - სარეველა. ასეა ადამიანის ფიქრების, სიტყვების, ემოციებისა და მოქმედებების შემთხვევაშიც. ამ პრინციპის გაცნობიერება და გამოყენება ადამიანს უდიდეს დახმარებას გაუწევს... გახსოვდეთ, როგორც უყურებთ სამყაროს - ის ისევე გიყურებთ თქვენ! იმეორებს თქვენს აზრებს, სიტყვებს, მოქმედებას და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ. გჯეროდეთ უკეთესი მომავლის და სამყაროც დაიჯერებს თქვენს უკეთეს მომავალს“ - აღნიშნავს რამაზ გიგაური და დასძენს, რომ როდესაც ადამიანი სარკეში იმზირება, უნდა გაიაზროს, რომ იქიდან მისი თავი შემოჰყურებს. ის ანარეკლი კი „მზად არის“, მისი მოძრაობები გაიმეოროს.

„სამყაროს სარკეც“ მზად არის გაიმეოროს არა მხოლოდ თქვენი მოძრაობები, არამედ თქვენი სიტყვები და აზრებიც კი. სარკეში ყოველი ჩახედვისას გაუღიმეთ თავს, შეხედეთ როგორც წარმატებულ და ბედნიერს ადამიანს!“

ისწავლეთ ფინანსების მართვა

ადამიანის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი რამ არის და წიგნში ამ „გასაღებს“ სერიოზული ადგილი უკავია, რაზეც ავტორი ამბობს:

„ფული კი ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა და მას ისევე სჭირდება მართვა და კონტროლი, როგორც სხვა, თუნდაც, ფიზიკურ ენერგიას. ფიზიკურად სუსტ ადამიანს შეუძლია, სწორი და შეუპოვარი ვარჯიშით საკუთარი სხეული ძლიერი, მოქნილი და ლამაზი გახადოს. ასეთივე პრინციპი მოქმედებს ფინანსურ სამყაროში, - სწორი და შუპოვარი ფინანსური მოქმედებებით, ადამიანს შეუძლია სიღატაკე სიმდიდრედ გადააქციოს, იყოს ღატაკი, მაგრამ გამდიდრდეს. ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანის ცხოვრება ამის მაგალითია.

მდიდარი ადამიანების უმეტესობა ღარიბი დაიბადა. პიროვნება, ვიდრე ფიზიკურ ვარჯიშს დაიწყებს, მისთვის მისაღებ სავარჯიშო სისტემას, სპორტულ დარბაზს თუ მწვრთნელს ეძებს. ცდილობს, ამ ყველაფრის დახმარებით მიაღწიოს მიზანს - გაიძლიეროს ფიზიკური კონდიციები, გახდეს ჩემპიონი, დაიპყროს სპორტული სიმაღლეები... ზუსტად ასევეა ფინანსურ სამყაროში:

ვინც ყოველდღიურად ცდილობს, გახდეს უფრო ძლიერი და ამისთვის ფინანსური კუთხით რაღაც ახალს სწავლობს, არათუ თავს დააღწევს სიღარიბეს, არამედ აუცილებლად გამდიდრდება.

თუ თქვენი ფინანსური საქმეები არცთუ კარგად მიმდინარეობს, მაშინ, უპირველესად უნდა მიიღოთ ცოდნა, რომელიც ფნანსური საქმეების მოგვარებასა და ამ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. არ გაუშვათ ხელიდან არც ერთი შანსი, მეტი ცოდნის მისაღებად, ფინანსების მართვისა თუ, საერთოდ, ფულის ენერგიის მართის შესახებ. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ფინანსური მდგომარეობით, მაშინ უფრო მეტი ენერგიითა და მიზანსწრაფვით უნდა მოჰკიდოთ ხელი საკუთარ ფინანსურ განათლებას.

ეძებეთ ფინანსური სისტემა, ფინანსური გეგმა, წიგნები თუ ფილმები ფინანსების მართვის შესახებ. ეძებეთ პირადი „ფინანსური მწვრთნელი“ „დამრიგებელი“, „ტრენერი“, ვისგანაც ამ ყველაფრის მართვის შესახებ ფასდაუდებელ რჩევებს მიიღებთ, ვინც გაგიზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

მოიძიეთ და შეიძინეთ მინიმუმ სამი წიგნი, რომელიც ფულს, ფინანსების მართვას ეხება და გასწავლით შემოსავლებისა თუ გასავლების კონტროლს. თითოეული წიგნიდან ამოწერეთ თქვენთვის საინტერესო აზრები, გაატარეთ ისინი თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, ფინანსების მართვის სწავლა შესაძლებლია!"

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება