ავტორი:

35 ფრაზა, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ

35 ფრაზა, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ

სიმშვიდე იმ ადგილზე ყოფნას არ ნიშნავს, სადაც ხმაური, პრობლემები და მძიმე სამუშაო არაა, სიმშვიდე ნიშნავს იყო ამ ყველაფრის შუა გულში და გული გქონდეს მშვიდად

როცა რადიო ხმამაღალზეა, შენ კი რაიმე რთულსა და დამაბნეველზე დაფიქრება გჭირდება, ხმას დაბლა უწევ, ან სულაც რთავ. ზოგადად, ცხოვრებაშიც ასეა. ხმაური უნდა ჩაახშო, რათა კონცენტრირება შეძლო. საუბარია ხმაურზე, რომელიც გონებაში გვაქვს - მშფოთვარე ფიქრებზე, თითქოსდა, საღი აზრის გამოტანაში რომ გვეხმარებიან.

რადიოსთვის ხმის დაწევა და სიწყნარე გონებას ფოკუსირების საშუალებას აძლევს. არც დაფიქრებულხარ, რატო ქმნის ეს ფაქტი ამხელა განხვავებას, უბრალოდ იცი, რომ ასეა.

ახლა იგივე სტრატეგია ცხოვრებაში ყველანაირი ხმაურის მიმართ უნდა აამოქმედო და უნდა დაიწყო ხმაურით საკუთარ გონებაში. მართალია, ეს ისე ადვილი არაა, როგროც რადიოსთვის ხმის დაწევა, მაგრამ კარგი ამბავია, რომ გონების გაწვრთნა შესაძლებელია, თუ ამას საკუთარ თავს ყოველდღიურად შეახსენებ. ზოგი ამას მტკიცებულებას უწოდებს, ზოგი რწმენას ან მანტრას, მთავარია, რომ ყოველდღიური გამეორება, მშფოთვარე ცხოვრების პირობებშიც კი, სიმშვიდის შენარჩუნებასა და პროდუქტიულ აზროვნებაში გვეხმარება.

ეს ფრაზები ფიქრებისთვის ერთგვარ მუჯლუგუნად გამოგადგება, რათა მშფოთვარე გონების დამშვიდება შეძლო:

1. ყველაფერი ორჯერ იქმნება - ჯერ გონებაში, შემდეგ რეალურად. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციე ფიქრებს, რომლებსაც ირჩევ - მათ რეალობად ქცევა შეუძლიათ.

2. გარშემო არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რასაც შენი პროგრესისთვის ხელის შეშლა შეუძლია. მხოლოდ ნაბიჯის წინ გადადგმაა გჭირდება!

3. ღელავ და იღებ იმას, რაზეც ღელავ. შრომობ და იღებ იმას, რისთვისაც შრომობ. ეს ყველაფერი ზოგჯერ ისე მარტივია…

4. ნუ მისცემ ერთ ცუდ წუთს, კარგი წუთების მთელი წყების გაფუჭების უფლებას. ნუ მისცემ ყოველდღიურ უმნიშვნელო და უაზრო დრამებს შენი გატეხვის უფლებას. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს