ავტორი:

ტრაგედია რუსეთში - სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა, მაღაროელების ქოხები წყალმა წაიღო

ტრაგედია რუსეთში - სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა,  მაღაროელების ქოხები წყალმა წაიღო

ციმბირში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაკარგულად მიიჩნეოდა 13 ადამიანი, თუმცა „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მათგან შვიდი ცოცხალი იპოვეს.

კაშხალი,რომელიც კრასნოიარსკის ოლქში მდინარე სეიბაზე მდებარეობს, გადაუღებელი წვიმის შემდეგ ჩამოინგრა, დატბორილია მაღაროელების სახლები. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 14 მაღაროელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამი მძიმედ არის დაშავებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, აკმაყოფილებდა თუ არა კაშხალი უსაფრთხოების ნორმებს. მიზეზების გამოძიება სამართალდამცველებს პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაავალა.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პატარა ქოხები, სადაც მაღაროელები ცხოვრობდნენ, წყალმა წაიღო.

ინციდენტის ადგილთან ახლოს ოქროს მაღარო მდებარეობს.

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

"აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკა მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს" - აშშ სირიაში ჯარის ნაწილს ტოვებს

ავიაკატასტროფა უკრაინაში -  უბედურ შემთხვევას ყოფილი მინისტრი ემსხვერპლა