ავტორი:

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

რუსმა სამართალდამცველებმა 7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის - ტატიანა სიდორავასა და მისი ოჯახის სამი წევრის ცხედრები მოსკოვთან ახლოს იპოვეს. 2012 წელს მათ გაქრობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა - ერთ-ერთის თანახმად, ამ საქმის უკან, რუსეთის კრიმინალური სამყაროს ე.წ. მაყურებელი ოლეგ შიშკანოვი (იგივე ოლეგ მედვედევი, იგივე"შიშკანი") იდგა, რომელსაც მაღალჩინოსან ქალთან კონფლიქტი ჰქონდა.

2012 წელს რამენსკის რაიონის დეპუტატი სიდოროვა, რომელიც კომპანია Племзавод Раменское-ს გენერალური დირექტორი იყო ქმართან, ვაჟთან და უფროს დასთან ერთად გაუჩინარდა. გამოცემა Росбалт-ის ცნობით, ქალმა ეს კომპანია სწორედ შიშკანის ხელშეწყობითა და ძალისხმევით ჩაიგდო ხელთ და მას ქმართან ერთად მართავდა...

ტატიანა სიდორავა

არსებული ვერსიით, ოჯახი ადგილობრივმა კრიმინალებმა, ოლეგ შიშკანოვის შეკვეთით მას შემდეგ დახოცეს, რაც სიდოროვამ სააგარაკო მიწის ნაკვეთების დათმობაზე უარი უთხრა. ФСБ-ს თანამშრომლებმა მათი ცხედრები 21 ოქტომბერს იპოვნეს. პირველადი დათვალიერებით, ტყვია ყველას თავში აქვს მოხვედრილი.

gazeta.ru-ს ცნობით, მედვედევ-შიშკანოვი, თავის ბანდასთან ერთად შეკვეთილი მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულებრივი საქმიანობების გამო, მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. სექტემბრის ბოლოს კი, დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილ "შიშკანის" დაჯგუფების 8 წევრი და რამდენიმე მათი ახლობელიც დააკავეს. სხვა დანაშაულებთან ერთად, შიშკანს დეპუტატი ქალის და მისი ოჯახის წევრების გატაცების საქმეში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა.

"2012 წლის 21 თებერვალს, 52 წლის დეპუტატს სახლში მძღოლმა მიაკითხა, თუმცა, მალახოვკას დასახლებაში მდებარე კერძო სახლში, კარი არავინ გაუღო... ამის შემდეგ, მძღოლმა თავისი გასაღებით გააღო კარო, თუმცა იქ ვერავინ ნახა. სახლში ყველაფერი არეული იყო, იატაკზე კი სისხლიც შენიშნა, რის შემდეგაც, პოლიცია გამოიძახა..." - წერს გამოცემა.

სიდოროვას და მისი ოჯახის წევრების ცხედრები მოსკოვთან ახლოს იპოვეს

სამართალდამცველებმა ტატიანა სიდოროვას, მისი 73 წლის ქმრის, 28 წლის შვილისა და უფროსი დის გატაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუმცა, იმავდროულად ვრცელდებოდა ვერსიაც, რომ ისინი უბრალოდ სხვა ქვეყანაში წავიდნენ და გატაცების ინსცენირება გაითამაშეს, რადგან ბიზნესთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა ჰქონდათ და მევალეები ემუქრებოდნენ. მათი გაქრობის შემდეგ გაირკვა, რომ დეპუტატს 5 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტი ჰქონდა.

იმავდროულად, ვრცელდებოდა ვერსია დეპუტატი ქალისა და ე.წ. კანონიერ ქურდს შიშკანს შორის დაპირისპირების შესახებ... 54 წლის ოლეგ შიშკანოვს, 10-წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი მკვლელობისა და გაუპატიურების მუხლით, 90-იან წლებში, “ვლადიმერსკი ცენტრალის” მკაცრი კოლონიის რეჟიმში, სადაც შაქრო კალაშოვთან (იგივე “შაქრო მალადოი") და "იაპონჩიკთან" (იგივე ვიაჩესლავ ივანკოვი) იჯდა.

ოლეგ შიშკანოვი

“შიშკანი სლავურ კრიმინალურ სამყაროში სისასტიკით ცნობილი იყო და ძალიან დიდი გავლენებით სარგებლობდა... თუმცა, ქართველ კრიმინალებს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, რადგან 1995 წელს მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში სწორედ მათი ხელდასმით გახდა ე.წ. კანონიერი ქურდი.

რაღაც დროის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად წყვეტდა და აგვარებდა მაღალჩინოსნების და ბიზმესმენების პრობლემებს, იღებდა, წილებს, მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში ან წარმართავდა მათ...” - წერს გამოცემა Завтра.

რუსული მედიის ცნობით, მას “შაქრო მალადოის” შვილობილსაც უწოდებდნენ... bbc.com-ის ინფორმაციით, მან გვარი სწორედ 90-იან წლებში შეიცვალა და შიშკანოვი გახდა. გარკვეული პერიოდი ის რუსეთის ქალაქ რამენის საფეხბურთო კლუბის - "სატურნის" მფლობელიც იყო.

გამოცემა Коммерсант-ზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ საქმეზე დაკავებისას მისი შეწყალების თხოვნით მოსკოვის ქალაქის სასამართლოს რუსული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა - ლევ ლეშელენკომ, ალექსანდრ სეროვმა, ლუბა უსპენსკაიამ, ასევე, რუსეთის სახელმწიფო დუმის რამდენიმე დეპუტატმა, საფეხბურთო მწვრთელმა ვალერი გაზაევმა და არაერთმა ფეხბურთელმა მიმართეს...

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"