ავტორი:

რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."

რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."

2020 წელს ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია - წინ საპარლამენტო არჩევნებია.

0.6 პროცენტამდე დაწეულმა საარჩევნო ბარიერმა შექმნა მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, თუმცა ასე არ ფიქრობს ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი.

ასტროლოგის თქმით, რთული და კრიტიკული პერიოდი უდგათ ქართული პოლიტიკის სამ მნიშვნელოვან ფიგურას: პრემიერ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თბილისის მერს კახი კალაძეს. ეს ადამიანები ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები. ასტროლოგის თქმით, მარტის თვე მათთვის გადამწყვეტი იქნება.

"წელს, მძიმე წელიწადი აქვს საბანკო სისტემას. ის ბანკები, რომლებიც ვერ ამართლებენ თავის არსებობას, შესაძლოა, დაიხურონ. ლარის კურსი 2020 წლის მარტის შემდეგ შედარებით გამყარდება და ასეთი ცვალებადი აღარ იქნება. ხელისუფლება იძულებული გახდება ჩამოაყალიბოს საბანკო პოლიტიკა, რომელიც მომდევნო 9 წლის განმავლობაში კარგად იმუშავებს.

2020 წლის მარტიდან დაიწყება 9-თვიანი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება ნოემბრამდე და საქართველოს სირთულეები ექნება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, იქნება ძალიან აგრესიული, მაგრამ გაიმარჯვებს ისეთი ძალა, რომელიც ნაკლებად გამოავლენს აგრესიას. ვინ იქნება ფავორიტი პარტია, ამის შესახებ შემიძლია დეკემბრის ბოლოს გიპასუხოთ, რადგან ასეთი პარტია გამოიკვეთება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე, იმიტომ რომ ახლა პლანეტა იუპიტერი არის ყველაზე ძლიერი და მოძრაობს მშვილდოსანში.

მშვილდოსანი ვერ იტანს თვალთმაქცობას და ტყუილს. ახლა თანაბარი შანსი აქვს ყველა პარტიას. პარლამენტი არ იქნება მრავალპარტიული, შეიძლება სხვადასხვა პარტიები შევიდნენ, მაგრამ ისინი იქნებიან ერთი პლატფორმიდან წამოსულები და უკვე პარლამენტში გაერთიანდებიან და საბოლოოდ, ისევ დარჩება ორი ძალა.

შესაძლოა, ბევრმა ისეთმა პარტიამ ვერ გადალახოს დაბალი ბარიერი, რომ ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ. ასევე, ვირთხის წელი უფრო ლოიალური იქნება ქალების მიმართ, ღორის წელისგან განსხვავებით. ამიტომ ქალებმა უნდა იაქტიურონ პოლიტიკაში.

- ბატონო დავით, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და თბილისის მერი ზოდიაქოთი თევზები არიან, წელს ისინი ყველაზე ხშირად არიან კრიტიკის ობიექტები...

- მაგაზე ხშირად მიფიქრია, რომ ხელისუფლებაში სამი მთავარი სახე თევზია. სამწუხაროდ, თევზები ახლა გადიან ყველაზე მძიმე პერიოდს, სამივე, ვინც ჩამოთვალეთ, ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტები არიან და ყველაზე მეტ შეცდომებს უშვებენ. სადაც კი თევზებმა თავის თავზე აიღეს პასუხიმგებლობა, ყველგან პრობლემა მიიღეს.

დავიწყოთ გიორგი გახარიათი: 20 ივნისის ღამეს, გახარიას აჯანყებული ხალხი რომ პარლამენტში შეეშვა, ძალის გამოყენება მაინც მოუწევდა, პარლამენტის გარეთ გამოიყენა ძალა და პრობლემა მაინც მიიღო. გახარიას ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ამით მისთვის დაიწყო კარმული ვალების გასტუმრება.

რადგან ის ზოდიაქოთი თევზებია, მჯერა, რეზინის ტყვიების თავში სროლა მას არ უბრძანებია. საქმე იმაშია, რომ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ შეასრულეს თავისი ფუნქცია სათანადოდ და რა თქმა უნდა, ისინი არიან დამნაშავეები. მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა, გახარიას კი არა.

წარმოიდგინეთ, გახარიას ხელში ეჭირა მოღუნული ლულით თოფი და იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გაესროლა, გვერდით გაისროლა. ვერ გაუმართლეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა. მან კი ყველა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და ამ შემთხვევაში, მიმაჩნია მსხვერპლად. ეს ღრმა კვალს დატოვებს მის პოლიტიკურ კარიერაში. შეცდომა მას შავმა მთვარემ დააშვებინა.

- სალომე ზურაბიშვილზე რას გვეტყვით?

- სალომე ზურაბიშვილმა სადაც კი პირი გააღო, ყველგან მიიღო პრობლემა და დღეს, საქართველოს მოღალატეს ეძახიან. არადა დარწმუნებული ვარ არაფერი ცუდი არ უნდოდა, მაგრამ ნებისმიერი ინიციატივა თევზების მხრიდან, მათვე უქმნით პრობლემას.

სალომე ზურაბიშვილს რომ სცოდნოდა, რომ შავი მთვარე თევზებშია, იქნებოდა ჩუმად და არანაირ ინიციატივას არ გამოავლენდა ერთი წელი მაინც. თან პრეზიდენტის უფლებები ისეთი შეკვეცილია, ვერავინ შეამჩნევდა. სადაც აიღო პასუხისმგებლობა, ყველგან შეცდომები დაუშვა. ისეთი პატიმრები გამოუშვა ციხიდან, დღემდე დაშოკილია საზოგადოება.

- კახი კალაძე ქალაქში მოუწესრიგებელი ტრანსპორტის გამო ხშირად არის კრიტიკის ობიექტი. როგორი წელი ელის მერს?

- ახლა ფანჯარაში ვიყურები და ჩემი კორპუსის წინ გადათხრილია ქუჩა, ეს გრძელდება თვეებია. ლანდშაფტი ყოველ ნახევარ საათში იცვლება და რეალურად კი არ აკეთებენ, თხრიან, დაანგრიეს ქალაქი, მიდის ნგრევის პროცესი. კახი კალაძეს გარეგნულადაც ეტყობა რომ გახდა, წონაში დაიკლო. უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება. ისეთ რაღაცას შეეჭიდა თავისი ინიციატივით, რომ თავს ვეღარ ართმევს.

ამ ადამიანებს რომ სცოდნოდათ თავისი ჰოროსკოპი, გახარია რადგან აპირებდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, უნდა ებრძანებინა, იარაღი არ გინდათ და წყლის ჭავლით დაშალეთ აქცია. დღეს აღარ იქნებოდნენ თვალებდათხრილი გოგო-ბიჭები...

რაც შეეხება კახი კალაძეს, ის რამდენიმე თვის წინ კი არ დაიწყებდა ქუჩების გადათხრას, 2020 წლის მარტამდე გადადებდა და ბრწყინვალედ გაართმევდა თავს.

ფაქტობრივად, ეს ადამიანები ჩემთვის როგორც ასტროლოგისთვის, მსხვერპლები უფრო არიან, ვიდრე დამნაშავეები. ისინი იმიტომ კი არ მოიქცნენ ასე, რომ ვინმე შეგნებულად გაეღიზიანებინათ ან გაენადგურებინათ, უბრალოდ, დაუშვეს შეცდომები.

- როგორ განვითარდება მათი პოლიტიკური კარიერა 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ასტროლოგიურად უნდა "ეშველოთ"?

- ისეთი განწყობა ექნებათ, რომ მათთვის თანამდებობები, რაც უკავიათ, იქცევა ტვირთად და განწყობილები იქნებიან, რომ მალე გათავისუფლდნენ. მარტამდე კიდევ ისეთ ქარ-ცეცხლს გაივლიან, ინტერესი აღარ ექნებათ გაგრძელების.

მაგალითად, გიორგი გახარია საქართველოს პოლიტიკაში წარმატებით გაართმევდა თავს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეეძლოთ ჩაებარებინათ კულტურის სფერო, მაშინ ის ამდენ შეცდომებს არ დაუშვებდა.

კახი კალაძესთვის კი საუკეთესო ადგილი იყო ენერგეტიკის მინისტრობა - არ უნდა წამოსულიყო. ბრწყინვალედ გაართმევდა თავს ბოლომდე.

10 რამ, რაც შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გააკეთო

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"