ავტორი:

"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა

"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოთხი სართულის ჩამონგრევა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ოთხ დაშავებულს შორის ყველაზე მძიმეა 39 წლის სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოშია. სწორედ მის სახლში მოხდა აფეთქება, რომელმაც ფაქტობრივად, კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი გახადა.

დიანა ბუხრიკიძე სოსო ჯავახიშვილის ბიძაშვილია, AMBEBI.GE სწორედ მას დაუკავშირდა დაშავებულის მდგომარეობის გასარკვევად. ინტერვიუს დროს ბუხრიკიძეს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს:

"სოსო სტაბილურად მძიმე მდგომაროებაშია, უკეთესობისკენ საუბარი ჯერ არ შემიძლია... თავიდანვე კონტაქტური იყო, არც ახლაა კომატოზურ მდგომარეობაში, მაგრამ სხეულის 60-65 პროცენტი დამწვარი აქვს. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ, შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს და ამ რეჟიმში ვართ...

ვერაფერს ვამბობთ, ექიმებიც ვერაფერს გვეუბნებიან. შოკურმა 72-მა საათმა გაიარა, მაგრამ ახლა უკვე სიცხეები დაეწყო. განადგურებულები ვართ, საერთოდ, დამწვრობა არაპროგნოზირებადია და რა წუთს რა იქნება, არავინ იცის.

- საუბარი შეუძლია?

- სანამ შოკურ მდგომარეობაში იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა წამლების ზემოქმედების ქვეშ არის. მე თავად არ მინახავს, არავის არ უშვებენ. აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა - დამწვარი ვარ და დედა გამოუშვით, არ ინერვიულოთო. როგორც კი გათიშა ტელეფონი, მაშინვე დაეცა. არ ვიცი, ეს ზარი ალბათ ინსტიქტურად განახორციელა.

სოსო ამ სახლში მარტო ცხოვრობდა. ახალი გარემონტებული ჰქონდა ბინა. მისი იყო ეს სახლი, ქირით არ ყოფილა. ვერ გეტყვით რა მდგომარეობაში იყო გაზგამათბობელი, მაგრამ არ მჯერა იმ ინფორმაციის, რომ გაზის ხელოსანს კარს არ უღებდა. მართალია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხულია.

სოსო დილიდან საღამომდე მუშაობდა, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, გადასახადს არ დაემალებოდა, მაგისი გაჭირვება არასოდეს ჰქონია, ახალგაზრდა ბიჭია, მუშაობს, ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მართლა გაოცებული ვარ, რომ ამბობენ, გაზი კუსტარულად ჰქონდა დამონტაჟებულიო, სოსო ასეთი არასერიოზული ადამიანი არ არის. დროც არ ჰქონდა და სახლშიც არ იყო ფაქტიურად. დილიდან გვიანობამდე მუშაობდა.

ამ წამს მივიღე ინფორმაცია, რომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს... სოსო არაჩვეულებრივი ბიჭია, იუმორით სავსე, არაჩვეულებრივი ტიბაანელი ჯავახიშვილია. ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანი, ყველას ძალიან უყვარს. არ ვიცი, მეტი რა გითხრათ, დახოცილები ვართ. სოსო დედისერთაა, ჩვენ და-ძმასავით ვართ...

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს