ავტორი:

როგორ  გავატაროთ ზამთარი კომუნალური გადასახადების გარეშე?

როგორ  გავატაროთ ზამთარი კომუნალური გადასახადების გარეშე?

ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა - მათ, ვისაც თანხის დაზოგვა და გარემოზე ზრუნვა სურს, პროდუქტის შეძენისას პირველ რიგში, ამ ორ მახასიათებელს ამოწმებს. თანხის დაზოგვა უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას გვაძლევს, იგივე შეიძლება ითქვას გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებითაც. დღეს ვზოგავთ, ხვალ კი ჩვენი პლანეტა მადლობას გვეუბნება, რომ ატმოსფერო CO-ით არ გავაჯერეთ. ეს კი პარალელურად ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითაც აისახება.

ზამთარში კომუნალური გადასახების თანხა იზრდება, ხანდახან იქამდეც, რომ შემოსავლის 20-30% ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მოდის.

იმის გასაგებად, თუ როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი სწორად, ისე რომ უსაფრთხოც იყოს და ეკონომიურიც, საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტის „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ:

რა უნდა გავითვალისწინოთ, გათბობის ქვაბის მონტაჟისას, რომ კომუნალური გადასახადები მაქსიმალურად შევამციროთ?

აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში აუცილებელია, ქვაბი სრული ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით იყოს გაკეთებული. გათბობის ქვაბი წყლისა და გაზის ფილტრებით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა მისი ნალექებით დაბინძურება არ მოხდეს. ასევე აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის დამცავი, რადგან მისი მომარაგების შეწყვეტით ან ძაბვის ცვლილებით შეიძლება, ქვაბის პლატა დავაზიანოთ. რაც მთავარია, გაყვანილობა სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა უნდა გააკეთოს, რადგან უსაფრთხოების გარდა მაღალტექნოლოგიური გათბობის ქვაბის შეძენის მიუხედავად, მონტაჟისას დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება, მისი ყველა „სიკეთე“ დაგვაკარგინოს.

მეტი ეკონომიისთვის, სასურველია, იზოლაცია ხარისხიანი მილებით გაკეთდეს და ამისთვის კოლექტორული სისტემა გამოვიყენოთ. უფრო კონკრეტულად, მეტალოპლასტმასის მილების გამოყენება თბოიზოლაციის შენარჩუნებასა და ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს. მათში წყალი უფრო სწრაფად მიედინება, სითბოს არ კარგავს და რადიატორებამდე პირდაპირ ცხელ მდგომარეობაში მიდის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უ ქვაბს გარეთ ვაყენებთ, მილები აუცილებლად უნდა შეიფუთოს, რათა არ გაიყინოს.

როგორც „გორგიას“ სპეციალისტები განმარტავენ უმჯობესი იქნება, თუ ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემებს ერთ ოთახში მოვუყრით თავს. ამ შემთხვევაში, გაყინვის საფრთხეს თავიდან ავიცილებთ. აუცილებელია ამავე ოთახსა და მთელ სახლში დამონტაჟდეს გაზის დეტექტორი, რომ ჰაერში ბუნებრივი აირის კონცენტრაცია გაკონტროლდეს.

გათბობის სისტემის მონტაჟისას გასათვალისწინებელია სახლის ფართობი, თუმცა „გორგიაში“ განმარტავენ, რომ ესეც სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. ისინი ფართობსა და გათბობის სისტემის სიმძლავრეს ერთმანეთს უსადაგებენ, ითვალისწინებენ მეზობლების გათბობის სისტემებს, ფანჯრების ზომას, კედლების სისქესა და სამშენებლო მასალასაც კი.

როგორი გათბობის ქვაბი უნდა დავაყენოთ იმისათვის, რომ ერთდროულად ეკოლოგიურიც და ეკონომიურიც იყოს?

სწორედ ამ შეკითხვის დასმით დაიწყეს კომპანიებმა, რომლებმაც კონდენსაციური ქვაბის ტექნოლოგია შეიმუშავეს. ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას კომპანიები ასეთი პრინციპით აღწევენ: ქვაბიდან გამოტყორცნილი ცხელი ნამწვი პირდაპირ გარემოში კი არ გადის, არამედ ისევ მოწყობილობაში ბრუნდება, წყალს აცხელებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყოფა ბუნებაში. ამის გამო, გათბობის ეს სისტემა, ანუ კონდენსაციური ქვაბი, არაკონდენსაციურ ქვაბთან შედარებით, 15%-35%-ით ეკონომიური და 20-35%-ით ეკოლოგიურია.

ცენტრალური გათბობის ეკონომიური ქვაბების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ და წარმატებულ კომპანიებად „ეჯეა“ და „ბაიმაკი“ მიიჩნევიან. კომპანიებმა წლების განმავლობაში შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც გადასახადების შემცირებასა და გარემოზე ნაკლებადზემოქმედებაზეა ორიენტირებული. ორივე უმსხვილესი კომპანია საქართველოში არსებულ გაზის წყლის და დენის სტანდარტებზე გათვლილ გათბობის სისტემებსაც აწარმოებს, რომლის ოფიციალური დილერი ჩვენს ქვეყანაში ჰიპერმარკეტი „გორგია“ გახდა.

„გორგიას“ გათბობის სისტემების სპეციალისტები „ეჯეასა“ და „ბაიმაკის“ გარდა, „უნიკალის“ბრენდს უწევენ რეკომენდაციას, რომელიც იტალიაშია წარმოებული.

ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ტენდენციის პოპულარიზაციის მიზნით, „გორგიამ“ მწარმოებლებთან ერთად გადაწყვიტა, კონდენსაციური ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს 300 ლარამდე კომუნალური გადასახადი დაუფაროს. ანუ თუ თქვენ 31 ოქტომბრის ჩათვლით „გორგიას“ ნებისმიერ ფილიალში შეიძენთ აღნიშნულ ქვაბს, კომუნალურ გადასახადს „გორგია“ გადაგიხდით.

ყველა რჩევას თუ გაითვალისწინებთ, თქვენ შეძლებთ ზამთარი ერთდროულად თბილად, ეკოლოგიურად და ეკონომირად გაატაროთ.

R

"სილქნეტმა" მომხმარებელს ახალი მომსახურება, "ინტერნეტმშობელი" შესთავაზა

Hotsale.ge-სა და Pro-Service-ის პარტნიორობით ქართული ბაზრისთვის ინოვაციური  სიახლეების დანერგვა იგეგმება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები