ავტორი:

გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან

გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან

გურიაში ავარია მოხდა. პატრული ოქმს ავსებს და თვითმხილველ გურულს თხოვს მოყვეს, რაც მოხდა. ისიც იწყებს: რა მოხდა და, ეგერ იმ ხეს ხედავთ? დიახ ვხედავთ, - პასუხობს პატრული. ხოდა, მაგენმა ვერ დეინახეს, - ამთავრებს ჩვენების მიცემას გურული.

***

გურული სუფრაზეა, სადაც ერთი ატეხილია - ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოსო. იმდენჯერ ინატრა, შეწუხდა გურული და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე’ მოგ**ავო!

***

გურულები შევიდნენ ეკლესიაში და მამაოს ეუბნებიან: მამაო, ზეთის ცხება გვინდა და გვაცხე რაია ზეთი!- მარხულობთ? - შეეკითხა მამაო.- არა არ ვმარხულობთ.- მონათლულები ხართ?- არა, მამაო, არც მონათლულები ვართ, - უთხრეს გურულებმა.- აბა ზეთის ცხება რეიზა გინდათ, ჭრაჭუნობთ?!

***

ყოფილი ნახიშტარ-ნაყაჩაღარ, ნამამაძაღლარ, ნაჩათლახარი გურული, დიდი ფულს იშოვნის და გადაწყვეტს ეკლესია ააშენოს.დაიწყო და ამ დროს მამამისი დგას და უყურებს თოხზე დაყრდნობილი და ეუბნება;- შენ მამა, სამოთხეში მაინც არ შეგიშვებენ, იმფერი გაქვს ნაკეთები და აი, ეშმაკიც თლათ არ მეინდურო…

***

გურული ჩამოვარდა ხიდან და გააქანეს საავადმყოფოში. ექიმმა სხვა კითხვებთან ერთად, ბოლოს კითხა: ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ აზრი ხომ არ დაგიკარგავთ! ა, აბდალი თუ არაა ახლა, გაბრაზდა გურული, რა უნდა დამეკარგა, ბიჯო, აზრი მანამდე რომ მქონოდა, იმ ხეზე ევიდოდი?

***

იყო ერთი კოლორიტული პიროვნება, ექიმი ვახტანგ ჭყოიძე. ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს. მისი გასინჯვის შემდეგ, ვახტანგმა არაყი მოითხოვა. მიართვეს. ექიმმა ჭიქა ასწია და თქვა:- ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო!

***

ღვინო და არაყია შენი მტერი! - ეჩხუბება ცოლი გურულ ქმარს.- მერე, რა გინდა, ცა, მტერს გინდა შუუშინდე? - არ ნებდება კაცი.

***

შებინდებულზე გზაზე მიმავალ გურულს ყაჩაღები დაესხნენ. ფული წაართვეს ტანზეც გახადეს და ცემა დაუწყეს. შეწუხდა გურული - რა იყო რას მცემთ, დევიგვიანე თუ რაი?!

***

გურული ბაღანა ოთახში დარბის და წყლის თოფით ყველაფერს წუწავს. დედა უბრაზდება: გაჩეი, ბიჯო, ღვთისმშობელის ხატია აგერ, რაფერს შეიძლება მაგიზა წყლის მისხმა?! ბაღანა პასუხობს: კალთაში რომ ბაღანა უზის, იმიზა?

***

ღამეა. გურული ცოლ-ქმარი წევს, ვიღაც ეზოსთან იძახის. ქმარი გაძახებს:- რომელი ხარ?!- მარგალი კოჩი!- ადე, ქალო, გახედე ერთი, ვიღაცა იძახის ნამგალი მაქვს პრო*შიო…

***

გურული ქუჩაში შარდავს, მიადგება ასევე გურული პატრული და დაუცაცხანებს: რა შობი, ბიჯო, მაქანე, დაგიჭიროო? არა, მადლობა, მიჭირავსო. ნახეთ მეტი

"პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში" - რას წერს სოფო ნიჟარაძე დედის დღესთან დაკავშირებით

შორენა ბეგაშვილის ესპანური არდადეგები - ტელეწამყვანმა საყვარელ მამაკაცს ჩააკითხა

"რამდენიმე საათით ადრე დიდ შეხვედრამდე" - ორსული ნუცა ქავთარაძის ახალი ფოტოები