ავტორი:

14 წლის გოგონებს სავალდებულო გინეკოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებენ - თურქმენეთში "მორალის გაკვეთილები" ტარდება

14 წლის გოგონებს სავალდებულო გინეკოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებენ - თურქმენეთში "მორალის გაკვეთილები" ტარდება

თურქმენეთში, მარის პროვინციაში სკოლის მოსწავლე გოგონებს 14 წლის ასაკიდან სავალდებულო გინეკოლოგიურ კვლევას ჩაუტარებენ, ინფორმაციას Radio Liberty ავრცელებს.

შემოწმების შესახებ მშობლებს ერთკვირიანი არდადეგების დაწყების წინ, 22 ოქტომბერს განუცხადეს. მასწავლებლებმა მათ უთხრეს, რომ გამოკვლევას ბავშვები აუცილებლად გაივლიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახები უარს იტყვიან.

მშობლებს განუცხადეს, რომ „საიდუმლო ორსულობის“ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და არასრულწლოვნებმა სახლში იმშობიარეს, ან - აბორტი გაიკეთეს.

ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, სკოლების დირექტორებმა განუცხადეს მშობლებს, აკონტროლონ შვილები მუდმივად, შეამოწმონ მათი ტელეფონები და დააკვირდნენ, რომელ ვებსაიტებს სტუმრობენ.

ამასთან, მშობლებს ურჩიეს, სკოლის გარდა ყველგან თან გაყვნენ შვილებს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც სასწავლო პროცესს მუშაობასაც უთავსებენ, ვალდებულები არიან, შრომას შეეშვან.

ბავშვების ნაწილი მარის პროვინციაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ ნახევარ განაკვეთზე რესტორნებსა და კაფეებში მუშაობს, მათი ანაზღაურება დღეში, დაახლოებით, 10 დოლარის ეკვივალენტია.

მეზობლად მდებარე ლებაპის პროვინციაში კი სკოლებში გოგონებისთვის "მორალის გაკვეთილებს" ატარებენ. ბავშვებს ლექციებს რეგიონული პროკურატურის თანამშრომლები, პოლიციელები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უტარებენ.

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები