ავტორი:

ტარზანის როლის შემსრულებელი სავარაუდოდ, შაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - რა ინფორმაციას ავრცელებს სამაშველო სამსახური

ტარზანის როლის შემსრულებელი სავარაუდოდ, შაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - რა ინფორმაციას ავრცელებს სამაშველო სამსახური

ამერიკელი მსახიობი, ჯოზეფ ლარა, რომელსაც საზოგადოება ტარზანის როლით იცნობს, სავარაუდოდ იმ გარდაცვლილთა შორისაა, რომლებიც ტენესის შტატში, გასულ შაბათს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

თვითმფრინავის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავში მსახიობთან ერთად იყო მისი ცოლი, ცნობილი დიეტოლოგი, გვენ შამბლინ ლარა.

თვითმფინავის ნაწილები ტბაში ჩავარდა. სამაშველო სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. მუშაობენ როგორც მყვინთავები, ასევე სხვა მაშველები, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრებს ტყეშიც ეძებენ.

ბოლო ცნობებით, მაშველებმა იპოვეს თვითმფრინავის ნაწილები და ასევე ადამიანთა ნაშთები. ჯერჯერობით ყველა გარდაცვლილი ნაპოვნი არაა და არც ის ადამიანები არიან იდენტიფიცირებულნი, რომელთა ნაწილებიც უკვე ნახეს.

ჯოზეფ ლარა 58 წლის იყო. მას პოპულარობა მოუტანა ფილმ Tarzan:The Epic Adventures შესრულებულმა მთავარმა როლმა.

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს - "ნაკლებად სავარაუდოა ავიაკატასტროფას ვინმე გადარჩენოდა"

რუსეთში გაუჩინარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში