ავტორი:

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

კომაროვის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარებაა.

ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ქართველი გენიოსი კი, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია.

მე-12 კლასელი ნიკა უკვე სხვებსაც უზიარებს თავის ცოდნას. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ მასწავლებელია. ნიკას ორი წლით უფროსი ძმა, საბაც წარმატებულია და განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. საბასაც კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული. ახლა კი, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და ბიოქიმიას სწავლობს.

ნიკა თავდაპირველად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, მეშვიდე კლასიდან კი, განათლების მიღება კომაროვის სკოლაში გააგრძელა.

Mshoblebi.ge ნიკა ბირკაძის დედას, ლელა ნონიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ნიკას შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა. ქალბატონი ლელა გვეუბნება, რომ ნიკას არ უყვარს თავის წარმოჩენა და ამის გამო, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს:

- თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა.

ამის გარდა, დადიოდა, ახლაც დადის და პლუს ასწავლის საონფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“. სწორედ იქ დაინტერესდა ინფორმატიკით. წელს მიიწვიეს მასწავლებლად. ცენტრს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა აქვს. ატარებენ კონკურსს და წარმატებულ ბავშვებს იწვევენ. ჩვენც კონკურსის შემდეგ მიგვიწვიეს.

ნიკა მეექვსე კლასიდან დადის მანდ და წელს უკვე სთხოვეს, რომ იქნებ ერთი გაკვეთილი ინფორმატიკაში, პროგრამირებაში ჩაატაროო, დაეთანხმა ესეც და კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებს. ასე რომ, მასწავლებელიც გახდა წაიკითხეთ ვრცლად

BTU-ს სტუდენტი Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგენს

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი