ავტორი:

პენტაგონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

პენტაგონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

პენტაგონმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

შავ-თეთრ ვიდეოში ჩანს, როგორ ბომბავენ ამერიკული საფრენი აპარატები იმ ტერიტორიას, სადაც ბაღდადი იმყოფებოდა. ვიდეოში ჩანს მიწიდან ამოსული სქელი, შავი კვამლი.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტერიტორია, სადაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა, მთლიანად გაანადგურეს.

რაც შეეხება “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს, კენეტ მაკკენზიმ აღნიშნა, რომ ის ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გვირაბის საშუალებით გაქცევას ცდილობდა, სადაც, მათთან ერთად აიფეთქა თავი.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის თქმით, ალ-ბაღდადის ცხედარი, შეიარაღებული კონფლიქტების კანონის შესაბამისად, მისი სიკვდილიდან 24 საათის განმავლობაში ზღვაში დაკრძალეს.

კენეტ მაკკენზი არ გამორიცხავს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა სამაგიეროს მიზღვევის მიზნით თავდასხმები მოაწყონ.

შეგახსენებთ, ამერიკულმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში განახორციელეს.

არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა