ავტორი:

"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ციაკო ფიფია იმ იუმორისტთა შორის არის, ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩენას "მთავარ არხზე" გადასვლა ამჯობინა. მისი მრავალი პერსონაჟიდან საზოგადებას ყველაზე კარგად "სვეცკი რძალი" ამახსოვრდება. როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება და ოჯახი ეკრანს მიღმა, ამის შესახებ ციაკო ფიფია ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

ბავშვობის დროინდელი ოცნებები და დღევანდელი რეალობა

- ბავშვობაში მომღერლობა ძალიან მინდოდა, თუმცა ამ პროფესიისგან "შორს ვარ". საერთოდ, სცენაზე ტრიალ-ბზრიალი, თამაში, ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა. "ცოცხალი", აქტიური ბავშვი ვიყავი, პირველობა მიყვარდა. აქტიური და ქოთქოთა დღესაც ვარ და ნაწილობრივ, ოცნება ამიხდა: რეალურად, ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ტელევიზიაში ვმუშაობ, იუმორისტი ვარ. მომღერლობაზე ოცნება ოცნებად დამრჩა - ამ მხრივ განვითარებაზე არც მიფიქრია. თეატრალურ უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. წესით, ეკოლოგი უნდა ვიყო. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე "მანსანკანის" გუნდში ამიყვანეს. ჩემი კარიერული წინსვლაც აქედან დაიწყო: ჟიურიში ვანო ჯავახიშვილი და ალექს მალხაზიშვილი იყვნენ. პირველად ვანო დერეფანში შემხვდა და მითხრა: გაკვირდებით, ძალიან მოგვეწონეო. ზუსტად 3 დღე ნერვიულობისგან ფეხები მიცახცახებდა - ვაიმე, მაკვირდებიან, რა მეშველება-მეთქი (იღიმის)?!. "კომედი ჯგუფში" მალევე ამიყვანეს, ოღონდ თავდაპირველად გადაცემისთვის - "ტესტი იუმორზე" ვმუშაობდი, რომელიც "კომედი არხზე" გადიოდა. შემდეგ "კომედი შოუში" გადამიყვანეს.

"კომედი ჯგუფი" და "ახალი შაბათის შოუ"

- "რუსთავი 2"-დან "მთავარ არხზე" გადასვლა, ჩემი აზრით, ყველამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა. პირადად მე, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია - ზუსტად ვიცოდი, რომ "მთავარ არხზე" გადავიდოდი. "კომედი ჯგუფში" ერთი ოჯახივით ვიყავით. ისეთი გრაფიკი გვქონდა, დროს სულ ერთად ვატარებდით. გარკვეულწილად, ეს შეიცვალა - გავიყავით: ნაწილი "მთავარ არხზე" წავედით, ნაწილი - დარჩა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობაზე არ ასახულა. ჩვეულებრივად, ვმეგობრობთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, იუმორის სფეროში კონკურენტები ვართ, რადგან ახლა სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა გადაცემაზე ვმუშაობთ. ისინიც და ჩვენც ვცდილობთ, ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ, რაც მგონია, ხალხისთვის კარგია - უფრო მეტი საშუალება აქვთ, ბევრი იცინონ. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი გვაქვს. ძალიან მოწადინებულები და შრომისუნარიანები ვართ.

- აღნიშნე, "კომედი ჯგუფიდან" წასვლაზე ბევრი არ მიფიქრიაო, მაგრამ მიზეზი არ გითქვამს: რატომ ამჯობინე "მთავარი არხის" გუნდთან მუშაობა?

- ჩემი თავი აქ უფრო მეტად დავინახე. უფრო საჭიროდ მივიჩნიე "მთავარ არხზე" გადავსულიყავი.

- სოფიკოს შვილის, რომელსაც დედამისი (თათია სულუაშვილის პერსონაჟი) თავში ურტყამდა, განსახიერება მტკივნეული იყო?

- ვაიმე, მტკივნეული?! მართვის მოწმობის აღების გამოცდის სკეტჩის ჩაწერისას, გადასაღებ მოედანზე პირველად რომ გავედით, მსახიობები ავტომობილში თბილად ვისხედით, მაგრამ გარეთ მყოფი ოპერატორი ბიჭები დავტანჯეთ, რადგან ალბათ, 40 დუბლი ჩავწერეთ. სულ მეცინებოდა. თათიამ პირველად რომ დამარტყა, ასეთ ძლიერ დარტყმას არ ველოდი. სიცილი რომ აგვიტყდა, ვეღარ გავჩერდით. წარმოიდგინე, 40 დუბლის განმავლობაში თავში თქაფათქუფი გამდიოდა. თითქოს ეპიზოდის გადაღებას ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ სადღაც მაინც გამეცინებოდა ხოლმე. მერე ისევ თავიდან ვიწყებდით... ეს ეპიზოდი არასოდეს დამავიწყდება. გადაღების მერე ვფიქრობდი, ტვინის შერყევა ხომ არ მაქვს-მეთქი?.."მთავარ არხზე" პირველად ეთერში მოღალატე ცოლის როლით გამოვჩნდი, რომლის ქმარიც გამოძახების სერვისში მუშაობს და ცოლის საყვარელმა გამოიძახა! ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც "ჩემი" მოღალატე ცოლია, არ მინახავს, მაგრამ ვიცნობ ქალებს, რომლებიც ქმრებს წარბის აწევით აჩერებენ (იცინის)...

"მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო"

- ძალიან გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ. ძვალმსხვილი ვარ. საერთოდ, მამაჩემის "მხარეს", ვინც კი ქალბატონები ვართ, ყველას ფეხების პრობლემა გვაქვს - კაი "დრაგუნია" ფეხები გვაქვს, მაგრამ - წვრილი წელი. ჩემს წონაზე საუბრისას უცებ წამოვხტები ხოლმე - არა, ფეხები კი არა, წელს დახედეთ, როგორი წვრილი მაქვს-მეთქი (იცინის), თუმცა ვაღიაროთ, რომ "პუტკუცა" ვარ. გემრიელ საჭმელზე უარს ვერ ვამბობ, რა ვქნა? ვიტყვი, - მორჩა, ხვალიდან სწორად კვებას ვიწყებ-მეთქი, მაგრამ გემრიელი საჭმელი თუ დავინახე, პირობას გადავთქვამ ხოლმე. თან, ცომეული ძალიან მიყვარს. ბავშვობაში არ მყვარებია. არ ვიცი, გარდატეხის ასაკში რა დამემართა, რომ ცომეული ასე შემიყვარდა და რა თქმა უნდა, ეს ჩემს წონაზეც აისახა - "განზე გავედი". მერე, სხვათა შორის, იდეალური ორსულობა მქონდა, რადგან საბოლოო ჯამში, 9 კილო მოვიმატე. აქედან 4 კილო ჩემი შვილი იყო. ზედმეტი კილოგრამები სამშობიაროში "დავტოვე". მერე, კარგი ჭამა-სმა ისევ რომ დავიწყე, გენაცვალე, წონაში ისევ მოვიმატე და "განში გავედი" (იცინის)... კიდევ, იცი, რა არის? ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო. ქალისთვის კი ყოველთვის სასურველია, მეუღლეს მოსწონდეს, ქმრისთვის იდეალური იყოს. გოგას რომ უნდოდეს, ზუსტად ვიცი, ძალიან მოვინდომებ და წონაში დავიკლებ. ვფიქრობ, გოგას ხომ მოვწონვარ? ახლა გემრიელ საჭმელს შევჭამ, რა პრობლემაა-მეთქი...წაიკითხეთ სრულად

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს