ავტორი:

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს პირველი არხის ეთერში ერთადერთი საერთაშორისო მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყო. გასულ გადაცემაში მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია ერთი ფაქტი - წლების შემდეგ სატელევიზიო სივრცეს და შოუს ცნობილი მუსიკოსი თორნიკე ყიფიანი დაუბრუნდა. თორნიკეს გამოჩენას გადაცემის წამყვანი რუსკა მაყაშვილი განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა, ხოლო ჟიურის წევრმა ნათია თოდუამ ცრემლები ვერ შეიკავა.

რატომ გადაწყვიტა სცენაზე დაბრუნება და რატომ აირჩია "საქართველოს ვარსკვლავი", ამის შესახებ თორნიკე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- "საქართველოს ვარსკვლავი" კარგი პროექტია და პროექტში მონაწილეობა ამის გამო გადავწყვიტე. დღესდღეობით ერთადერთი საერთაშორისო მუსიკალური პროექტია საქართველოში, მაზე მაგარი პროექტი არ არსებობს. ამასთან მინდა, რომ "ევროვიზიაზე" საქართველომ გაიმარჯვოს და ამიტომაც მოვედი აქ. არ ვამბობ, მე თუ წავალ კონკურსზე, აუცილებლად მოვიგებ მეთქი, მაგრამ მეც ვფიქრობდა და სხვებიც მეუბნებიან, რომ ასეთ შემთხვევაში გამარჯვების დიდი შანსი გვექნება.

- რას საქმიანობდით ამ წლების მანძილზე?

- ვსწავლობდი... შევისწავლე ელექტრონული პროგრამები, რაც სრული მუსიკალური პროდუქტის შესაქმნელად არის საჭირო. ვთვლი, რომ ასეთი პროგრამები მუსიკოსმა უნდა იცოდეს. ახლაც სწავლის პროცესში ვარ, ვქმნი ექსპერიმენტალურ მუსიკას და "იუთუბის" საკუთარ არხზე ვავრცელებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსი თავად ქმნიდეს მუსიკას, სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობ... რომელიც უკეთესად გამომივა, იმ ჟანრს გავყვები.

- ელოდით "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანისა და ჟიურისგან ასეთ ემოციურ დახვედრას?

- ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან თბილად დამხვდა როგორც რუსკა, ასევე ჟიური. დავიბენი ამ დახვედრის გამო. აქ ყველას თბილად ექცევიან, თუმცა ჩემთვის ემოციური იყო რუსკას და ნათიას დახვედრა. ძალიან კომპეტენტური ჟიურია, ეს ადამიანები მსოფლიო დონის მუსიკოსები და პროდუსერები არიან. შესაბამისად, მათი მოსაზრებები ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

- "იქს ფაქტორის" მოგების შემდეგ არ გქონდათ კონცერტები?

- მქონდა პატარ-პატარა კონცერტები, თუმცა იშვიათად, რომ ეს ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო ყოფილიყო. მე და ჩემმა ბენდმა ვერ მოვახერხეთ რომ უფრო აქტიურად გვქონოდა კონცერტები და დავიშალეთ. თან პროდიუსერიც არ გვყავდა, ეს ცალკე პროფესიაა, ცალკე ცოდნა სჭირდება. თან სიმღერა და თან პროდუსერობა რთულია.

- რამდენი წლიდან მღერით?

- საკუთარი ბენდი 19 წლის ასაკში შევქმენი. მანამდეც რაღაცეებს ვღიღინებდი. მე ლექსებს ვწერდი და მინდოდა ჩემი სათქმელი უფრო ახლოს მიმეტანა სხვებთან, ვხედავდი, რომ უცხოური როკ-ჯგუფები თავიანთ სათქმელს მუსიკით ძალიან კარგად ამბობდნენ. ისინი მღეროდნენ იმაზე, რაზეც ჩვენთან ვერავინ ლაპარაკობდა, ამიტომაც შევქმენი ბენდი. არც მიფიქრია სიმღერაზე, გიტარაზე... ვუკრავდი და ვოკალისტს ვეძებდით. სანამ ვინმეს შევარჩევდით, მე ვმღეროდი და ასე დავრჩი მომღერლად.

- ცნობილია, რომ დაოჯახებული ხარ...

- სამი შვილი მყავს და ცოლი აღარ მყავს. სხვადასხვა ინტერესები გაგვიჩნდა და დავიშალეთ. ბავშვები ზუგდიდში ცხოვრობენ და მათ ნახვას შეძლებისდაგვარად ვახერხებ.

- ოჯახის დანგრევის მიზეზი ფინანსური პრობლემებიც ხომ არ იყო?

- ეგ პრობლემაც გვქონდა, თუმცა ჩვენი ოჯახი მაგის გამო არ დანგრეულა.

- მტკივნეულად გადაიტანეთ ოჯახის დანგრევა?

- მტკივნეული არცერთისთვის არ ყოფილა. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა და ამიტომაც დავიშალეთ.

- ახლა ხართ შეყვარებული?

- არსებობს ადამიანი, რომელზეც ვარ თუ არა შეყვარებული, არ ვიცი.

სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

"დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა... ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა" - თეა გოდოლაძე

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა - რა დასახელდა მიზეზად?