ავტორი:

"ბიბლუსი გალერეაში" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება

"ბიბლუსი გალერეაში" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება

13 ნოემბერს 18:30 წუთზე, "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, ჭავჭავაძის #7) კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" სამი გამარჯვებული წიგნის წარდგენა გაიმართება. მკითხველი პირადად გაიცნობს ჟიურისა და ხალხის რჩეულ, დებიუტანტავტორებს.

18:30 საათზე ნიკოლას მაჩაბლის წიგნს - " ჩაინა კონტრასტებიდან" ლიტერატორები: რამაზ ჭილაია და ივანე ამირხანაშვილი წარადგენენ;

19:00 საათზე თამარ გოდერიძის რომანს - "ყვავილები სახლთან ახლოს" რედაქტორი ლია თოფურია წარადგენს;

19:30 საათზე კი ნანი მანველიშვილის რომანს "ოდისევსის სინდრომი" მწერალი მარი ბექაური წარადგენს.

ნიკოლას მაჩაბელი, კონკურსის ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი ნაწარმოები „ჩაინა კონტრასტებიდან“ ქართველი ემიგრანტის მისტიკითა და მოულოდნელობებით სავსე ჩინურ გამოცდილებას აღწერს, მკითხველს უამბობს, რას ნიშნავს დარჩე მარტო უცხო გარემოში, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს.

თამარ გოდერიძე ხალხის რჩეულია. მისი რომანი "ყვავილები სახლთან ახლოს" მოგვითხრობს, რამდენად კარგია ადამიანებისთვის ბევრი ფიქრი და როგორ გვპარავს ის დროს, სწორი გადაწყვეტილების ძიებაში.

კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა ნანი მანველიშვილიც, რომლის რომანი "ოდისევსის სინდრომი" მკითხველს ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოუთხრობს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ავტორებთან და აიღონ მათგან ავტოგრაფები.

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს