ავტორი:

ჩინეთი ბავშვებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

ჩინეთი ბავშვებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახდა და პრობლემასთან გამკლავების მიზნით, თამაშებზე კომენდანტის საათს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ახალი წესების თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებს საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე ონლაინ თამაშების თამაში ეკძალებათ. სამუშაო დღეებში მოზარდებს დღეში 90 წუთის განმავლობაში თამაშის უფლება ექნებათ, შაბათ-კვირასა და სახალხო დღესასწაულების დროს კი შეეძლებათ თამაშს დღეში 3 საათი დაუთმონ.

გაიდლაინებით იზღუდება იმ თანხის რაოდენობაც, რასაც მოზარდები საკუთარ ონლაინ სათამაშო ანგარიშებზე რიცხავენ. 8-დან 16 წლამდე გეიმერებს თვეში 200 ჩინური იუანის (29 აშშ დოლარი), 16-დან 18 წლამდე პირებს კი - 400 იუენის (57 აშშ დოლარი) ჩარიცხვის უფლება ექნებათ.

ხელისუფლებამ ოფიციალური გაიდლაინიებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ონლაინ სათამაშო პლატფორმას მიმართა.

ჩინეთი ვიდეო თამაშების უდიდესი ბაზარია მსოფლიოში. კვლევის თანახმად, ჩინეთის შემოსავალმა ამ ბიზნესიდან, 2018 წელს 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

როგორ სჯიან "ხალხის მტრებს" ჩეჩნეთში - რამზან კადიროვი განსხვავებული აზრის ადამიანებს დახოცვით ემუქრება

"ევროპა უფსკრულის პირასაა" - ემანუელ მაკრონი

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს