ავტორი:

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ნიდერლანდებში, ჰააგაში გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ცაში, დონბასთან მალაიზიური "ბოინგ-777"-ის ჩამოგდების (რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) ფაქტს იძიებს. განახლებულ სასამართლო პროცესზე პირველად იქნა გამოქვეყნებული დეტალური ფოტოსურათები იმ ფრაგმენტებისა, რომელიც საბჭოთა წარმოების "ბუკის" საზენიტო რაკეტას ეკუთვნის.

ამ რაკეტის სამი მცირე ფრაგმენტი ამოღებული იქნა ჩამოგდებული "ბოინგის" ფრთის კონსტრუქციიდან, სადაც ის, სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტის სამგზავრო თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქების შემდეგ აღმოჩნდა. ჰაერში აფეთქებული "ბოინგის" ფრაგმენტები რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიფანტა. მათი დიდი ნაწილი შემდგომ შეგროვდა და ჰააგაში გაიგზავნა.

როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი დეტალური შემოწმების შემდეგ თვითმფრინავის ფრთის ნამსხვრევებში იქნა აღმოჩენილი "ბუკის" საზენიტო რაკეტის ეს სამი მცირე ფრაგმენტი, რაც საბოლოოდ ამყარებს გამოძიების ვერსიას, რომ უკრაინის თავზე მფრენი მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი", რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის დონბასში მალულად შეყვანილი, რუსეთის შეირაღებული ძალების, კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის "ბუკიდან" გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ჰააგის სასამართლო, იმედია, რამდენიმე თვეში დაასრულებს მუშაობას და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, რომ 298 უდანაშაულო ადამიანი უკრაინის ცაში სწორედ რუსი სამხედროების მიერ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა, თუმცა ეს, საერთო ჯამში, ეტყობა, ბევრს ვერაფერს შეცვლის - მიუხედავად ძალიან ბევრი გამყარებული მტკიცებისა, კრემლი მაინც ჯიუტად უარყოფს, რომ სწორედ მისმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ეს "ბოინგი", თუნდაც - შეცდომით... გააგრძელეთ კითხვა

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?