ავტორი:

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული - "ამირანთან" მათ კორდონი აქვთ გაკეთებული

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული  - "ამირანთან" მათ კორდონი აქვთ გაკეთებული

კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

რაც შეეხება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიას, აქ ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ავტომანქანების სადგომი კი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

სამართალდამცველები მობილიზებულები არიან იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც კინოთეატრებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

შეხვდა თუ არა ივანიშვილი ვასაძეს - უმრავლესობის წევრების კომენტარები

„თბილისი ენერჯი“ : სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან