ავტორი:

შეხვდა თუ არა ივანიშვილი ვასაძეს - უმრავლესობის წევრების კომენტარები

შეხვდა თუ არა ივანიშვილი ვასაძეს - უმრავლესობის წევრების კომენტარები

არანაირი ინფორმაცია ვასაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.

თალაკვაძის თქმით, „არანაირი ფარული გარიგება“ არ არსებობს.

„აბსურდულია, არანაირი ფარული გარიგება. „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შეთანხმება საზოგადოებასთან, თავის ამომრჩეველთან. ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, ბიზნესმენს, მედიას ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი!“-განაცხადაარჩილ თალაკვაძემ.

გია ვოლსკის განცხადებით კი, შესაძლოა შეხვედრა შედგა, თუმცა მისივე შეფასებით, „კონსპირაციაზე მინიშნება ღირსეული განცხადება არ არის“.

„ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს“,-აცხადებს ვოლკსი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია.

„თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქობთ, რომ მაინცადამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ,-განაცხადა ვოლკსიმ

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აქვს უფლება ქვეყნის მმართველი იყოს“. ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს.

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ფოტოები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ

დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესვრიან - არიან დაშავებულები: ბოლო ცნობები ადგილიდან