ავტორი:

მაიკ პომპეო - "კაგებეს" ყოფილი ოფიცრის მიერ მართული რუსეთი, მეზობლებს იპყრობს

მაიკ პომპეო - "კაგებეს" ყოფილი ოფიცრის მიერ მართული რუსეთი, მეზობლებს იპყრობს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მაიკ პომპეო ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

ბერლინის კედელთან სიტყვით გამოსვლისას, პომპეომ იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ევროპა დგას. მან, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, ისაუბრა.

„დღეს რუსეთი, რომელსაც ყოფილი „კაგებეს“ ოფიცერი მართავს, მის მეზობლებს იპყრობს და ოპონენტებს ანადგურებს“, - განაცხადა პომპეომ.

მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ევროპა დამოკიდებული იყოს რუსეთის ენერგო რესურსებზე.

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ისტორიის ახალი და განსხვავებული თავის დაწერას იწყებს - ვინ არის მაია სანდუ

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და შიშის მომგვრელი სანახაობა

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში ჩავიდნენ - რა კადრებს აქვეყნებს აზერბაიჯანის პირველი ლედი "ინსტაგრამზე"