ავტორი:

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "აფეთქების გაგონებისთანავე მიჰყევით ინსტრუქციას"

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "აფეთქების გაგონებისთანავე მიჰყევით ინსტრუქციას"

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. ამასთან, საელჩო აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს: +972526919092.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 12 ნოემბერს ისრაელსა და „ღაზას სექტორში“ არსებულ დაჯგუფებას „ისლამური ჯიჰადი“ შორის განვითარებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გაიცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებების გაუქმებებისა და განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქალაქეთა მოქმედების წესის თაობაზე.

საელჩო აღნიშნულ ინსტრუქციას ავრცელებს:

„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვეგ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქი - მიყვარხარ საქართველო

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა