ავტორი:

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

„საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევი ტური დასრულდა. 10 კონკურსანტი საასპარეზოდ უკვე ემზადება. ჟიური ათეულით კმაყოფილია და მიაჩნიათ, რომ ღირსეული კანდიდატები შეირჩა, თუმცა მათ, ვისაც წელს არ გაუმართლა, შემდეგ სეზონზე ძალების მოსინჯვა ისევ შეეძლებათ.

რას ფიქრობს ჟიური მონაწილეებზე, რა შანსები აქვთ კონკურსანტებს და ჰყავთ თუ არა უკვე თითოეულს ფავორიტი, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრნენ.

დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ჟიურის წევრი:

- მიმაჩნია, რომ მართლა ღირსეული ათეული შეირჩა, ერთმანეთზე უკეთესი კონკურსანტები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში მაყურებელს დიდი სიამოვნება ელოდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არ უნდა გახდეს გამარჯვებული, „ჩვენი ხმა“ „ევროვიზიაზე“ 2020 წელს საქართველოს ღირსეულად წარადგენს.

- გყავთ თქვენი ფავორიტი?

- მყავს ფავორიტი, თუმცა ვერ დავასახელებ. გპირდებით, რომ მაქსიმალურად ობიექტურები ვიქნებით. იმედი მაქვს, მაყურებელი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ასევე გამარჯვებული, შესაბამისად, წარდგება როგორც კონკურსის ფინალში, ასევე „ევროვიზიაზე“. იმედი გვაქვს, იქაც გაიმარჯვებს.

- ათეულიდან რამდენიმე კონკურსანტი სხვა კონკურსში გამარჯვებულია. ისინი ახალბედებს ხომ არ დაჩრდილავენ?

- რამდენიმე მანამდე სხვა კონკურსში გამარჯვებულია, - მათ შორის ბარბარა სამხარაძე, თორნიკე ყიფიანი, ასევე სხვა კონკურსების ნახევარფინალისტებიც არიან. შეიძლება ითქვას, რომ ნაღები საზოგადოებაა შეკრებილი და შერჩეული. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ძალიან კარგი ნაკადი იყო. კონკურსიც ისეთია, რომ მონაწილე იმ კონკრეტულ მომენტში ნამღერით ფასდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჯერად ვინც ათეულში ვერ მოხვდა, ძალიან მალე, დიდ სცენაზე, „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე სეზონში ხელახლა ვერ გამოჩნდება და თავს ვერ დაგვამახსოვრებს.

მოკლედ, პირადად ჩემთვის დიდი პატივია, ამ კონკურსში ჟიურის წევრობა და მიხარია, რომ ამ როლს ღირსეულად მოვირგებ. ვეცდები, ხელი შევუწყო მაყურებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

თინათინ ბერძენიშვილი, „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე და „ევროვიზიის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

- საუკეთესო ათეული მაყურებელმა უკვე ნახა. თუ სატელევიზიო რეიტინგებით, სოციალური მედიით, საზოგადოების ჩართულობით ვიმსჯელებთ, პროექტის მიმართ ყურადღება ძალიან დიდია. ამასთან, საუკეთესო ათეულია ჟიურის შეფასებითაც. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ვირუსული გახდა და ყოველი მეორე იმაზე საუბრობს, რომ ბევრი ნიჭიერი, ახალი სახე, ასევე სხვა კონკურსების გამარჯვებული მონაწილეობს, ამას ჩვენი სლოგანითაც ვპასუხობთ - „გამარჯვებული თაობა“! დიახ, ეს ადამიანები გამარჯვებული თაობის წარმომადგენლები არიან. ნიჭიერი ბევრია და ამიტომ, მათგან დიდია მოლოდინი. როგორც კულუალურად ვიცი, რეპეტიციები დაწყებულია და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს მთავარ სცენაზე უზარმაზარი სიამოვნება გველის და ჩვენც ველოდებით არა უკვე კონკურსს ამ ათეულისგან, არამედ, კონცერტს.

მაყურებელიც დამეთანხმება, რომ ამ ათიდან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვფიქრობ, რომ ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება „ევროვიზიაზე“.

- საზოგადოებისთის უკვე ცნობილი კონკურსანტები ახალბედებს გაუწევენ თუ არა კონკურენციას?

- ვიტყოდი, რომ 100%-იანად თანაბარი ბრძოლა მიდის, - 10-ვე მონაწილეს 10 შანსი აქვს და ეს შანსები არის პირდაპირპროპორციული. ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ასე რომ, ძალიან რთული ბრძოლა იქნება. ამ შემთხვევაში, მაყურებლის ჩართულობა გადამწყვეტია და ჟიური ოდნავ უკანა პლანზე გადადის, რადგანაც ის თავისი შეფასებებით, ეცდება, მაყურებელზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. თუმცა მათი ჩართულობით გამოვლინდება გამარჯვებული და დაე, მაყურებელმა გადაწყვიტოს, ვინ არის ღირსეული!

დათო ევგენიძე, „პირველი არხის“ მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი:

- თავისი მონაცემებით, ძალიან მრავალფეროვანი ათეულია. კონკურსანტები ჟანრობრივადაც განსხვავდებიან და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ათეული აირჩა. დიდ პოტენციალს ვხედავ და „ლაივტურებზეც“ გამოჩნდება მათი პოტენციალი. იქნება ქართული ტურიც და კიდევ სხვა არაერთი საინტერესო ტური. ამ 10-დან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მგონია, რომ „ევროვიზიაზე“ ღირსეული წარმოადგენს საქართველოს.

რაც შეეხება ფავორიტი მყავს, თუ არა, ამის თქმის უფლება არ მაქვს, თან იმ პირველი ქასთინგებიდან თითოეული მომღერალი მაქსიმუმ ორჯერ გვყავს მოსმენილი, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფავორიტი გამოიკვეთოს. ამიტომაცაა ამდენი ტური. მოკლედ, ყველაფერი მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული, რომელიც სმს-ებით და დარეკვით ირჩევს, ჟიური მხოლოდ განწყობას ვუქმნით მაყურებელს. თუმცა იმ ტურების არსებობა ჩენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს.

კონკურსში მართალია, სხვა კონკურსებში გამარჯვებულები მონაწილეობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალიან სწორად არის შერჩეული, საბოლოო შედეგი უამრავლესობის ზარებით გადაწყდება და არაერთი ადამიანის შეფასებით.

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა