ავტორი:

"ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში" - კახა კალაძე

"ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში" - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში.

„საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში -კი გმირობა. ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი! ვაჟა ექიმი - წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით. დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს, აქ-საკუთარ მიწა-წყალზე! მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კახა კალაძე.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება