ავტორი:

საპატრულო პოლიციის უფროსი - ექსცესებს არ ველოდებით, თუ ვინმე დარღვევს კანონს, მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ

საპატრულო პოლიციის უფროსი - ექსცესებს არ ველოდებით, თუ ვინმე დარღვევს კანონს, მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ

არანაირ ექსცესებს არ ველოდებით. თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციური ძალები მობილიზებულნი არიან იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დასაცავად.

„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. ესაა პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება“, - აცხადებს სირაძე.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, ვაჟა სირაძე შემდეგნაირად პასუხობს: “პოლიციის მხრიდან მე მგონი, არავის დაგინახავთ ძალადობა. პოლიცია მშვიდად დგას თითოეულ ლოკაციაზე და მართლწესრიგს იცავს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიცია მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს“.

რუსთაველზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - ადვოკატი

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?