ავტორი:

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო.

„9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

23-24 ნოემბერს „ქუთაისის წიგნის ფესტივალი “ გაიმართება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - 11-დან 17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ