ავტორი:

"გაბედეს" აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ

"გაბედეს" აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ

მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.

მოძრაობის მონაწილეები სკანდირებენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“.

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, - აცხადებენ აქტივისტები.

ასევე აქტივისტები მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართავენ, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა.

ქვარაია აცხადებს, რომ მას კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევენ.

„მე და ჩემი კოლეგები, ვინც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვთვლით, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მოვამზადოთ ქვეყანა პროპორციული არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს