ავტორი:

სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან

სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლული პირები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

შამბა და ავიძბა ე.წ გუდაუთის დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე “პიზა” მეთაურობს. ასტამურ შამბა, იგივე "ასტიკი" (მთავარ ფოტოზე) და ალხაზ ავიძბა ანუ "ხასიკი", "პიზას" ნათლულები იყვნენ და მათი დაჯგუფება გალის რაიონს აკონტროლებდა.

ბოლო დროს "პიზას" და მისი დაჯგუფების გავლენები პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა, რამაც ის ერთგვარად წააქეზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქართველ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სწორედ სოხუმელი მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივით მოხდა და მათვე "მონათლეს". ჯანგველაძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, ციხიდან ახლად გამოსული ტარიელ ონიანის კლანშია.

აფხაზური მოსახლეობა წერს, რომ "პიზა" პოლიტიკაში გადაიჭრა, გავლენების გასაძლიერებლად. ამის დასტურია გალში განვითარებული მოვლენები და გასულ წელს კიდევ ერთ კრიმინალთან, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან, იგივე "ნიკა გაგრინსკისთან" სისხლიანი შეტაკება.

შესაძლოა, "პიზას" ნათლულების მკვლელობა სწორედ ამ დაპირისპირებასაც უკავშირდებოდეს...

რესტორან სან-რემოში სროლის დროს კრიმინალების გარდა 22 წლის ოფიციანტი გოგონა დაიჭრა, რომელსაც ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. კიდევ ორი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რესტორან „სან-რემოსთან“ ცეცხლი ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობისას დაჭრილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს