ავტორი:

ძამის ხეობაში ხანძარია

ძამის ხეობაში ხანძარია

ძამის ხეობაში ხანძარია. ცეცხლის კერა ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, თუმცა უკიდურესად რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერის სიახლოვეს ტრანსპორტით გადაადგილება ვერ ხერხდება.

ხანძრის მასშტაბი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა ზოლის სიახლოვეს მდებარე ბუჩქნარს და ბალახს უკიდია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებული ახალგაზრდები კი მძიმედ არიან