ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. დღეს შეკრებილმა პოლიტიკოსებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს და არჩევნებთან დაკავშირებით ე.წ. გერმანული მოდელზე შეთანხმდნენ.

მათი ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის დასრულების შემდეგ ისინი პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას მოახდნენ.

''ჩვენ ისევ ჩვენი სტრატეგიითა და გეგმით მივდივართ. მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ყოველდღიურად აქვს შედეგი. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებამდე. ეს არის სრულიად ახალი თაობის მიდგომა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება და რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თვალს არ გაუსწორებს და მის განსამუხტად ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები აქციის დაშლას ეცდებიან, პოლიციის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ამჯერადაც არ მოხდება.

„მთავარი, რაზეც თანმდება ყველა ოპოზიციური პარტია, გახლავთ ის, რომ გაგრძელდება პროტესტები და პროტესტები გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება იძულებული არ იქნება თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან საკუთარი ტყუილებით შექმნა ამ ქვეყანაში და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისების განსამუხტად. ასე რომ, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს გახლავთ ის, რომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. მათ შორის, ხვალ შვიდ საათზე შედგება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გადმოვინაცვლებთ პარლამენტთან. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და აქცია გაგრძელდება სამშაბათს დილიდანაც და ხაზს ვუსვამ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია. ამას გარდა, პარალელურად ჩატარდება უფრო მცირე ზომის აქციები სხვადასხვა ადგილებზე და ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციისა და ხალხის მოთხოვნების იგნორირება. რა თქმა უნდა, ახლაც დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მკაფიო სტრატეგიაა, რომ დიალოგისა და გამოსავლის მოძებნის ნაცვლად ყველაფერი გადაატაროს პოლიციასა და სპეცრაზმზე, ამიტომ დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ აქცია იქნება მშვიდობიანი. თქვენ ნახეთ, როგორი იყო მომიტინგეების რეაქცია ამას წინათაც, არანაირი წინააღმდეგობა და ძალადობა პოლიციასთან მიმართებით არ ყოფილა, არც ახლა არ იქნება. რამდენჯერაც დაშლის პოლიცია მშვიდობიან აქციას, იმდენჯერ დაშალონ, მით უფრო უკეთესად დაინახავ ჩვენი საზოგადოება რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყვანა „ქართულმა ოცნება“ საქართველო“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„გირჩის“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალოვან უწყებებს არ ჩაიბარებენ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.

„გირჩის“ ინიციატივა დღის წესრიგში არ დამდგარა. დღეს ძირითადი საკითხი იყო ორგანიზაციულად დაგეგმვა ხვალინდელი აქციისა, ასევე, ვისაუბრეთ გერმანულ მოდელზეც და პრაქტიკულად ოპოზიცია ამ საკითხზეც შეჯერებულია, როგორი უნდა იყოს მოდიფიცირებული გერმანული მოდელი, რომალიც საქართველოში უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან საარჩევნო პირობებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს. მისი თქმით, “როგორც ჩანს, ზურაბიშვილს რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება“.

„როგორც ყოველთვის ქალბატი ნიზურაბიშვილი ახერხებს, რომ იყოს სრულიად არაადეკვატური შექმნილ ვითარებაში და დღეს ის საუბრობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე, მე მას მინდა შევახსენო, რომ საარჩევო კოდექსის ცვლილებები განიხილება მას შემდეგ, რაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა. როგორც ჩანს მას რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა საზოგადოება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი - პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა მან "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის ნდობა ვერ დაიბრუნა და სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბერკეტი ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც უნდა წაართვან.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი- პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ხალხის ნდობა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რითიც ის ებრძვის ოპოზიციას. მათი მთავარი გზავნილი, გარდა იმისა, რომ ის ხარჯავს ფულს, არის ის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ისევ დაბრუნდებიან „ნაციონალები“ და ისევ იქნება სისხლი და ტერორი. ეს ბერკეტი ივანიშვილს უნდა წავართვათ“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან