ავტორი:

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, ის არა კომოს ტბაზე, არამედ მილანში ცოლ-შვილთან ერთად ჩავიდა და მეორე დღეს უკვე სამუშაო ადგილას იყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში "კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად" განაცხადა, აღშფოთდა, როცა მისი ოჯახური გასვლის გამო "ვაიუშველებელი ატეხეს“.

"ეთერში გასული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? - პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი... ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.

ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური "შატალო" ეს არ ყოფილა, მითუმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.

ჩემი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში „ფეიკ ნიუსზე“ -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.

ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის. სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თალაკვაძის იტალიაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი კახა კალაძე და რამდენიმე დეპუტატი, ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღის წვეულებაზე დასასწრებად, კომოს ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული თალაკვაძემ თავდაპირველად უარყო და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია