ავტორი:

ჯაჭვით  დაბმული ზებრა გალიაში - "გაბედეს" პერფორმანსი რესპუბლიკის მოედანზე

ჯაჭვით  დაბმული ზებრა გალიაში - "გაბედეს" პერფორმანსი რესპუბლიკის მოედანზე

მოძრაობამ „გაბედე" პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელშიც, ბიძინა ივანიშვილის სურათი გააკრეს, ასევე მასში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც საკნის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ აასრულებს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, თავადაც საკანში აღმოჩნდება.

აქციის მონაწილეებმა აქვე დააანონსეს, რომ დღევანდელ მსვლელობას შეუერთდებიან.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს