ავტორი:

ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიცია აქციის ორგანიზატორებს კასრების და შეშის პარლამენტის ტერიტორიაზე შეტანის საშუალებას არ აძლევს, რასაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორს, მათ შორის „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პოლიციამ ის მანქანა გააჩერა, სადაც მათი ნივთები იყო, რომლებიც აქციაზე მიჰქონდათ. მათივე თქმით, პოლიციამ სატვირთოს მძღოლი, რომელსაც შეშა და კასრები გადაჰქონდა, „მანქანიდან ჩამოაგდო და გაიტაცა“.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან თსუ-ს სტუდენტებიც.

აქციის მონაწილეები ამჯერადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების აღნიშნული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

ბათუმში, კორონავირუსული ინფექციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა - რა განაცხადეს კლინიკაში?