ავტორი:

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე "გირჩის” აქტივისტების მიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა:

"ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!" - წერს კობახიძე.

პარტია „გირჩის” აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ივანიშვილის სახლთან სანთლები დაანთეს და იმღერეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის ეს ფორმა ივანიშვილის დაცინვას ემსახურება.

„ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა სიტყვა, თუმცა არ შეასრულა. გადაგვაგდო და დაგვცინა. მის დაცინვაზე ეს იყო პასუხი და ახლა ჩვენ დავცინეთ”,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს