ავტორი:

"წყვილი მისცემოდა სასიამოვნო საქმეს... თავს დაატყდათ 4 დეპუტატი და 50 პოლიციელი" - სერგი კაპანაძე კურიოზის შესახებ წერს

"წყვილი მისცემოდა სასიამოვნო საქმეს... თავს დაატყდათ 4 დეპუტატი და 50 პოლიციელი" - სერგი კაპანაძე კურიოზის შესახებ წერს

საპროტესტო აქციის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სერგი კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს - „ევროპული საქართველოს“ წევრის ინფორმაციით, დაძაბულობის მიუხედავად, კურიოზული სიტუაციებიც მრავლად იყო.

"ევროპული საქართველოს სახელით ბოდიშს ვუხდით ორ ახალგაზრდას...

ანუ, გუშინ, ხომ იყო საგიჟეთი. შეშაზე და წალამზე ნადირობდა მთლიანად პოლიცია. რაციებით გადასცემდნენ "ორი ერთეული შეშა ამოვიღეთ ჯორჯაძის ქუჩიდანო" და ეგეთ საგიჟეთებს. რამდენიმე შეშა დეპუტატებს წაართვეს. წალამზე ბოკერია დააკავეს ცოტა ხნით...

ჰოდა, ერთ მომენტში ორი შეკვრა წალმით (რომელიც 6 წუთში იწვება ბოლომდე) დატვირთული (!) ევსაქების ოთხი დეპუტატით აღჭურვილი ორი მანქანა დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ გათბობის უსახიფათოესი აქტის განსახორციელებლად, სადაც მათ აედევნა პოლიციის 5-მდე მანქანა. ჩვენებმა იფიქრეს, თავგზა ავუბნიოთ შეშაზე მონადირეებსო და აუხვიეს ტაბიძეზე, სადაც მათ პოლიციის მანქანებმა გადაასწრეს და ინგოროყვაზე ასახვევი გზა გადაუკეტეს.

ჩვენებმა გზა გააგრძელეს დავითაშვილისკენ... როგორც ჩანს, პოლიციამ იფიქრა, საშიში შეშით დატვირთული დეპუტატები ივანიშვილის ძილის მყუდროების დარღვევას აპირებენო და ათამდე მანქანამ გადაასწრო ჩვენს ორ მანქანას და ბიძინას სახლისკენ ასახვევი გაამაგრეს მყისიერად... კორდონი შეკრეს და ივანიშვილების ოჯახის სიმყუდროვე უზრუნველყვეს. ჩვენებმა მშვიდად განაგრძეს გზა ზემოთ, წავკისისკენ.

პოლიციამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რაღაც უმზაკვრესი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი აქვთ ჩაფიქრებულიო და ათამდე ეკიპაჟი დაედევნა და ბოლოს გააჩერეს ჩვენი დეპუტატები სადღაც ზემოთ, თბილისის თავზე...

ამავე დროს იქვე იდგა ერთი სხვა მანქანა... სადაც, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა წყვილი მისცემოდა თავის ინტიმურ, ან ინტიმურამდეჯერარმისულ მშვიდობიან და სასიამოვნო საქმეს.... ქალაქის ხმაურისგან განმარტოვება ნდომებიათ ახალგაზრდებს. იფიქრეს ამაზე კარგ ადგილს რას ვნახავთო....

ჰოდა დაატყდათ თავზე ოთხი დეპუტატი და 50 მდე პოლიციელი....

ჰოდა, მოკლედ, ბოდიში ამ ახალგაზრდებს. იმედია, რამე გამოუსწორებელი ტრავმა არ მიადგათ," - წერს კაპანაძე.

"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი

"მაპატიე შვილო..." - რას წერს “მწვა­ნე სკო­ლის” დი­რექ­ტორ­ი გარდაცვლილ მოზარდზე

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."