ავტორი:

"მაპატიე შვილო..." - რას წერს “მწვა­ნე სკო­ლის” დი­რექ­ტორ­ი გარდაცვლილ მოზარდზე

"მაპატიე შვილო..." - რას წერს “მწვა­ნე სკო­ლის” დი­რექ­ტორ­ი გარდაცვლილ მოზარდზე

"ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე შვილო..." - წერს "ფეისბუქის" გვერდზე “მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური გარდაცვლილი ლუკა სირაძის შესახებ.

როგორც დავითურმა გუშინ მედიას განუცხადა, გარდაცვლილი მოზარდის კლასელების სულიერი მდგომარეობა მძიმეა.

"მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია”,- განაცხადა კახა დავითურმა.

ამასთან კითხვაზე, გრძნობს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით, დირექტორმა განაცხადა, რომ “ისევე როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მიმართულებით, რომ შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოეპაროთ".

"თუ იმას გულისხმობთ, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა.

მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის და პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე