ავტორი:

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი, სალომე ჩარკვიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ წერს.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ მის პოსტში ვკითხულობთ, რომ საზოგადოების უმრავლესობაა დამნაშავე იმაში, რომ არასრულწლოვნები რადიკალურ დასასრულამდე მიდიან:

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ გადახედავთ ხოლმე როგორი უზრდელი თაობაა, ხმამაღლა რომ იცინიან, კედლებს როგორ ხატავენ, უცნაურად როგორ იცვამენ რომ იქნებ რამე გაგაგებინონ. ვერასდროს ვერ გაიგეთ და თქვენ უმრავლესობაში ხართ.

ბავშვებო, შეწუხდით თქვენი თანატოლის სუიციდზე? თქვენ ხართ, ძველი ტანსაცმლის, განსხვავებული გემოვნების ან უცნაური ხასიათის გამო რომ ბოლომდე შეგიძლიათ გაწიროთ ადამიანი და თან წიხლიც მიაყოლოთ. ამას გასწავლიან ყველგან, დაჩაგრე თორემ დაგჩაგრავენო და ამ დაჩაგრულს არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

სახელმწიფოვ, არადა რა კარგად დავზოგეთ ფული სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგიურ სერვისებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მასობრივ სპორტზე. არ იყო პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამომრჩეველი ბიულეტენის აღების დროს არ ფიქრობს, აბა ვინ რა გაუკეთა ჩვენს ბავშვებსო და რას ვიზამთ, ისინი უმრავლესობაში არიან" - წერს სალომე ჩარკვიანი.

15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლიციაში დაკითხეს. ბიჭის ოჯახი სამართალდამცველებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა