ავტორი:

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საღამოზე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საღამოზე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ

მოსკოვში 25 ნოემბერს ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი „კლუბი 418“ იყო, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ღონისძიებას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრნენ, მათ შორის - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ცოლთან, ნადეჟდა ობოლენცევასთან ერთად, ტელეწამყვანი ეკატერინე მწითურიძე, დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი, რუსული Hello!-ს მთავარი რედაქტორი სვეტლანა ბონდარჩუკი.

სვეტლანა ბონდარჩუკი და ოკსანა ბონდარენკო

ვალენტინ და მარინა იუდაშკინები

ეკატერინე მწითურიძე

გამოცემა Spletnik აღნიშნავს, რომ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას რამდენიმე თაობის თაყვანისმცემლები ჰყავს.

პუბლიკის წინაშე მომღერალმა რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი ქართული და რუსული რომანსები შეასრულა. საღამოს ნანი ბრეგვაძის შვილი, ეკა მამალაძეც ესწრებოდა.

ეკა მამალაძე, რეზო გიგინეიშვილი

"სიძულვილი ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." - ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა