ავტორი:

ერთი მოკლული, ოთხი დაჭრილი - პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

ერთი მოკლული, ოთხი დაჭრილი - პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორ გვარს - მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ვანში ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა

"მოვიდნენ რომ ყველა მოეკლათ და სასწაულით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ ამბავს" - რა გაგრძელება მოჰყვება პანკისის სისხლიან დაპირისპირებას?

რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ "ქართუ ბანკის" საქმეზე ადეიშვილსა და მელიას