ავტორი:

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო შიმშილობის რისკის ქვეშაა, რომელიც შესაძლოა "ბიბლიური მასშტაბის" აღმოჩნდეს. ამის შესახებ საზოგადოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფრთხილებს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის დირექტორის, დევიდ ბისლის განცხადებით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი მოქმედებებია საჭირო. ბისლი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ თუ მსოფლიოში ახლა 135 მილიონი ადამიანი შიმშილობს, ეს ციფრი, შესაძლოა, 250 მილიონამდე გაიზარდოს.

ყველაზე უფრო დიდი რისკის ქვეშ 10 ქვეყანაა, რომლებზეც გავლენას ახდენს კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი და კლიმატის ცვლილება. ეს ქვეყნებია - იემენი, კონგო, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ სუდანში საკვებ პროდუქტებზე კრიზისი გასულ წელს მოსახლეობის 61%-ს შეეხო. კორონავირუსის პანდემიამდე აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ისედაც არსებობდა საკვების დეფიციტი ათწლეულების განმავლობაში და სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი.

ბისლი ამბობს, რომ მსოფლიომ ჭკვიანურად და სწრაფად უნდა იმოქმედოს.

"რამდენიმე თვეში შეიძლება "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილობის წინაშე აღმოვჩნდეთ. სიმართლე ის არის, რომ დრო არ გვაქვს. მჯერა, რომ ერთობლივი, პარტნიორული ურთიერთობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს და პანდემია არ გახდება საკვების კრიზისის კატასტროფის მიზეზი“, - ამბობს ის.

კორონავირუსის პანდემია ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. გლობალური მასშტაბით მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს. საზოგადოების დიდი ნაწილი სახლშია დარჩენილი. ზოგიერთმა ბიზნეს კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, ხოლო ზოგიც საერთოდ დაიხურა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, 2 571 515 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 178 281 გარდაიცვალა, ხოლო 701 070 გამოჯანმრთელდა.

"საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ მწეველები COVID-19-ს უკეთესად უმკლავდებიან" - BBC

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა