ავტორი:

დედოფალი ელისაბედი მოგზაურობის ორგანიზატორს ეძებს - რამდენს გადაგიხდიან ოცნების სამსახურში?

დედოფალი ელისაბედი მოგზაურობის ორგანიზატორს ეძებს - რამდენს გადაგიხდიან ოცნების სამსახურში?

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობით სარგებლობს და ბევრისთვის ოცნებაა, ამ ოჯახთან დაახლოებული პირი გახდეს, ან თუნდაც იპოვოს ისეთი სამსახური, რომელიც ბრიტანულ არისტოკრატიასთან დააკავშირებს...

თუ თქვენ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით და ლონდონში, სამეფო ოჯახში მუშაობა ოცნებად გაქვთ, ამასთან, გამოირჩევით დახვეწილი მანერებით, გაქვთ დიდი მიზნები და ძალიან გიყვართ მოგზაურობა - თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! შესაძლოა, სწორედ ის ხართ, ვისაც დედოფალი ელისაბედი ეძებს.

როგორც გამოცემა Harpers Bazaar წერს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი სამეფო ოჯახისთვის მოგზაურობის ორგანიზატორს ეძებს. ის პასუხისმგებელი იქნება, უხელმძღვანელოს რამდენიმე ადამიანით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უსაფრთხოდ ფრენას და გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამასთან, მას დაევალება მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა დეტალის მოგვარება.

სამსახური კვირაში 37.5 საათის განმავლობაში მუშაობას ითვალისწინებს, თუმცა გარდა ამისა, მოგზაურობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, სამეფო ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თან გაჰყვეს.

ამიტომაც, სხვა უნარებთან ერთად, დასაქმების მსურველს განსაკუთრებით მოეთხოვება, რომ მოგზაურობა ძალიან უყვარდეს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალური რეზიუმეს შესადგენად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. ასევე, დრო გაქვთ იმისთვისაც, რომ გაიუმჯობესოთ და დახვეწოთ მანერები, შეისწავლოთ სამეფო ოჯახის ეტიკეტის ნორმები.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს ერთ წელიწადში, დაახლოებით, 109 000 დოლარს გადაუხდის.

თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ეს სამსახური თქვენთვისაა, ამბიციური განაცხადის გაკეთება ამ მისამართზე შეგიძლიათ

გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა

საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე