ავტორი:

პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი Glovo-სგან!

პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი Glovo-სგან!

მილიონზე მეტი განხორციელებული შეკვეთა ერთი წლის განმავლობაში, გავლილი 3 მილიონი კილომეტრი, თქვენთვის 45 წუთში მოტანილი სასურველი საჭმელი, საჩუქარი, წამალი თუ სხვა ნივთი 6 კატეგორიაში განთავსებული 600-ზე მეტი პარტნიორი ობიექტიდან. ეს ყველაფერი Glovo-ს პარტნიორი სუპერკურიერების დამსახურებაა, რომელთა რიცხვიც დღეს 1000-ზე მეტია!

თუ გყავს მანქანა, სკუტერი ან მოტოციკლი, თავისუფალი დრო და დამატებითი თანხის გამომუშავების სურვილი; თუ შენც გინდა ისარგებლო მოქნილი სამუშაო გრაფიკით, კონკურენტული ანაზღაურებითა და სხვა ბენეფიტებით და ამ დიდ გუნდს შეუერთდე, Glovo-ს პირველ მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე უნდა მოხვიდე, რომელიც 6 დეკემბერს, ფაბრიკაში, 12:00-დან 15:00-მდე გაიმართება.

დასაქმების ფორუმზე მოსულ ყველა აპლიკანტს Scoot Scoot ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სკუტერის შეძენის ყველაზე მოხერხებულ პირობებს შესთავაზებს.

„მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo ქართულ ბაზარზე 2018 წლის შემოდგომაზე შემოვიდა და ამ ერთი წლის მანძილზე დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. პარტნიორი კურიერების რაოდენობა ყოველკვირა იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის კარგი პირობების, უსაფრთხო გარემოსა და მზარდი ანაზღაურების შეთავაზება. Glovo-ს დასაქმების ფორუმზე მოსული აპლიკანტები უფრო დაწვრილებით შეიტყობენ ყველაფერს ჩვენთან პარტნიორობის შესახებ.“ გიგა ქერქაძე - Glovo საქართველოს გენერალური დირექტორი.

R

ლოიალური კამპანია მოდუსის ჰიპერმარკეტში

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს

სეუ დეველოპმენტის კიდევ ერთი გამარჯვება უკრაინაში!