ავტორი:

ლოიალური კამპანია "მოდუსის" ჰიპერმარკეტში

ლოიალური კამპანია "მოდუსის" ჰიპერმარკეტში

მოდუსის ქსელის, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ჰიპერმარკეტში მომსახურე პერსონალის როლი მოირგეს და ე.წ. Black Friday-ის აქციის ფარგლებში ემსახურებოდნენ მომხმარებლებს. კამპანია მიზნად თანამშრომლებისთვის გუნდურობის პრინციპის გამყარებას ემსახურებოდა.

29 ნოემბერს "მოდუსის" ჰიპერმარკეტში მისულ მომხმარებლებს კონსულტაციას იმპორტის, ფინანსური დეპარტამენტის, ადამინური რესურსების და მარკეტინმგის სამსახურის თანამშრომლები უწევდნენ. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ზეინაბ აბდულიში (HR - სამსახურის ხელმძღვანელი):

"ჩვენს ქსელში ფასდაკლების დღე ყოველთვის დატვირთული და ხალხმრავალია, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ერთობლივად, შევეცადეთ მოგვერგო მომსახურე პერსონალის როლი, ერგვარად დავხმარებოდით მათ და ასევე მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა კომფორტული გარემო. ვფიქრობ, ორივე გამოგვივიდა.

შეგახსენებთ რომ 29 და 30 ნოემბერს "მოდუსის" ჰიპერმარკეტების ქსელში ორდღიანი ფასდაკლების აქცია გავრცელდა სრულ ასორტიმენტზე. ქსელში წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო ბრენდები, შპალერი, საღებავები, განათება, სველი წერტილებისა და სააბაზანო აქსესუარები, ავეჯი და საახალწლო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი.

სოფო დარჩიძე (მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი):

"აქციის დღე იყო სახალისოც და საინტერესოც, როცა მომხმარებელთან უშუალო შეხება გაქვს მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. ჩვენ მათ გადვეცით სიმბოლური საჩუქრები და ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მომხმარებლის დამოკიდებულება და მადლობა მათ ნდობისთვის.

შეგახსენებთ, რომ "მოდუსის" ჰიპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე.

(R)

პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი Glovo-სგან!

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს

სეუ დეველოპმენტის კიდევ ერთი გამარჯვება უკრაინაში!